ამ ბოლო დროს ბევრ ვიდეოს ვპოსტავ , რომლებიც გადაღებულია პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, ვუყურებ იქაურ ულამაზეს მდინარეებს და კაიაკერებს , რომლებიც საოცარ დროს ატარებენ და იღებენ უდიდეს სიამოვნებას . ვუყურებ , და მუხტი და პოზიტივი რომლებიც ამ ფილმებიდან მოდის, ჩემზეც გადმოდის , ყოველი კარგი ფილმის ნახვის შემდეგ მინდება დავალაგო ახალი გეგმები მომავალი სეზონის მოგზაურობასთან დაკავშირებით , რომ მეც ვნახო ის ადგილები და გავიარო იგივე მდინარეები . თუმცა რაღაც მომენტში სინანულის გრძნობა მეუფლება , მე ხომ ჯერ საქართველოს მდინარეებს არ ვიცნობ საკმარისად კარგად ... და აი დღესაც იგივე დამემართა, ხოდა ჩავუჯექი ინტერნეტს და ამოვქექე ყველა ის ფილმი ( "ყველა" ცოტა ხმამაღალი ნათქვამია , მაგრამ იყოს :) ) რომლებიც საქართველოს მდინარეებზე გადაუღიათ , კიდევ ერთხელ ვუყურე და დავრწმუნდი რომ მართლაც უდიდესი პოტენციალია საქართველოში კაიაკინგისთვის , აქ არის მდინარეები, რომლებიც ყველა დონის ათლეტს დააინტერესებს და არ დატოვებს გულგრილს ..
ამასწინათ ქილიკის საგნად გადაიქცა ფაქტი , როდესაც ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად გამოაცხადა, რომ "ექტრემალური კაიაკინგი საქართველოს ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტიაო " .. ბევრმა იცინა ( და ალბათ სამართლიანად ) , ზოგმა დაიბრალა რომ დიდი წვლილი აქვს ამ ყველაფერში ( ალბათ უსამართლოდ ) მე კი მაგრად გამეხარდა ( როგორც კაიაკერს - მაგრამ მაინც გამეცინა, ოღონდ მოკრძალებულად ), თუმცა ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ამ განცხადების გავრცელებამდე დიდი დრო დავუთმეთ მე და მესხომ იმას , რომ საფუძლიანად და დამაჯერებლად ამგვეხსნა ტურიზმის მესვეურთათვის "What's it all about", და აღმოჩნდა რომ არც თუ უშედეგოდ .
დასტურად იმისა რომ საქართველოს მართლაც აქვს იმის რესურსი რომ გადაიქცეს მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობად და მონახულებად ადგილად , სწორედ საწყალოსნო ტურიზმის და კონკრეტულად კი ექსტრემალური კაიაკინგის კუთხით , მინდა გაგიზიაროთ ის სამი კაიაკ - ფილმი , რომელიც მიეძღვნა საქართველოს და მის მდინარეებს . რაც ყველაზე საინტერესოა , ეს ფილმები გადაიღეს უცხოელმა კაიაკერებმა საკუთარი ინიციატივით , რათა გაეზიარებინათ მსოფლიოს სხვა კაიაკერებისთვის , თუ რა მაგარი ადგილია საქართველო იმისათვის, რომ მოგზაურო კაიაკით .
ფილმებს ქრონოლოგიურად დავალაგებ :
1. Kayaking in the Caucasus mountains - ეს ფილმი ასახავს საქართველოში 2011 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ პირველ კაიაკ-ექსპედიციას. ეს იყო ჩეხი კაიაკერების ჯგუფი, რომლიც წარმოადგენდა Rocks&Water Production - ს. ამ ექსპედიციის წევრები ასევე იყო ორი ქართველი - აჩიკო ჯაკობია და ლევან თაფლაძე , რომელთა დახმარების და დაგეგმვის გარეშე, აღნიშნული ექსპედიცია ვერ იქნებოდა ისეთი საინტერესო, სახალისო და მრავლის მომცველი როგორიც ეს საბოლოოდ გამოვიდა .

Kayaking in the Caucasus mountains from ROCKS & WATER production on Vimeo.
2. Kayak Georgia-Caucasus - ფილმი, რომელიც უფრო სამოყვარულოა და ასახავს 2013 წლის გაზაფხულს. ეს იყო რამოდენიმე კაიაკერისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ბრმად, ყოვლეგვარი მოკვლევის და შესწავლის გარეშე ჩამოვიდნენ საქართველოში , რათა დაესვენათ და მიეღოთ სიამოვნება მათთვის უცნობი ქვეყნის მდინარეებზე. საბოლოო ჯამში ფილმი საკმაოდ სახალისო და პოზიტიური გამოვიდა
3. RideThePlanet: Georgia Whitewater - ეს არის უახლესი ფილმი , რომელიც რამოდენიმე კვირის წინ გაავრცელა რუსულმა კომპანიამ - Ride The Planet, ამავე ჯგუფმა შარშანაც გადაიღო ფილმი , რომელიც ეხებოდა სათხილამურო ექსტრიმს საქართველოში (აღნიშნული ფილმი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://vimeo.com/37458327 ), წელს კი ყურადღება კაიაკინგზე შეაჩერეს. ფილმი საკმაოდ ხარისხიანი და საინტერესოა ( თუ არ ჩავთვლით მასში მონაწილე პირების არაკომპეტენტურ კომენტარებს "რიგ საკითხებთან" დაკავშირებით )
RideThePlanet: Georgia Whitewater from Konstantin Galat on Vimeo.
ბოლოს კი, კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა სურვილი და იმედი იმისა, რომ მალე შევძელბთ მსოფლიოს კაიაკერებს გავუზიაროთ უკვე ახალი კაიაკ-ფილმი , ისევ საქართველოს მდინარეების შესახებ , ოღონდ უკვე ქართველი კაიაკერების მონაწილეობით :)
Cheshnarit Qartvel Kayakers droebit gadaxvetsili gverdshi mdgomisgan:) erti am links shexede, isiamovneb:)
ReplyDeletehttp://www.youtube.com/watch?v=e3ujaOGzCb8
P.S.
es vin tsagvibiltsa tergi?:) "Lower Tergi" grade5:)
barem ianvarshi chamosuliyvnen da tsyali sul ar daxvdebodat:)
ise kargi filmia
Shen daukar
Misha
Kargi xaaar !!! :)
ReplyDelete