თითქმის ყველასთვის, ვისაც უყვარს კაიაკინგი , კარგად ნაცნობია ჟურნალი - "KAYAK SESSION MAGAZINE", რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ელექტრონული ასევე ბეჭდვური სახით .
ეს გამოცემა აშუქებს თითქმის ყველა საყურადღებო მოვლენას რაც ხდება კაიაკ - სამყაროში მთელი მსოფლიოს მაშტაბით , დაწყებული აღჭურვილობის მიმოხილვით და რეკომენდაციებით , დამთავრებული სტატიებით სხვადასხვა ექპედიციებზე და კაიაკერებისთვის საინტერესო ქვეყნების / მდინარეების/ მარშრუტშების შესახებ.
ამავე ჟურნალის თაოსნობით , ყოველწლიურად ტარდება კონკურსი - Short Film Of The Year , სადაც კაიაკერები აგზავნიან საკუთარი მოგზაურობის დროს გადაღებულ ან სულაც კაიაკინგის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების, შინაგანი ფილოსოფიის გამომხატველ მოკლე ფილმებს და წლის ბოლოს ვლინდება საუკეთესო ნამუშევარი .
2011 წელს ამ კონკურსში მოხვდა ფილმი საქართველოს შესახებ . ეს იყო პროდუქტი რომელიც შეიქმნა საქართველოს გარშემო კაიაკ-ექსპედიციის შედეგად . ფილმი გადაიღეს ჩვენმა ჩეხმა მეგობრებმა "Rocks & Water Production"- დან. ამ სახალისო ექპედიციის შესახებ ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება. მაგრამ ჯობია ჩემს მაგივრად ეს აჩიკო ჯაკობიამ და ლევან თაფლაძემ გააკეთოს , რადგან ისინი ამ ექპედიციის წევრები იყვნენ და უფრო დეტალურად იციან რა და როგორ ხდებოდა :) მე ისე, ხანდახან თუ შევუერთდებოდი "რიგი საპატიო მიზეზების გამო" :)))
აი ფილმიც :

Kayaking in the Caucasus mountains from ROCKS & WATER production on Vimeo.
წელევანდელი, 2013 წლის კონკურსისათვის უკვე დაწყებულია ფილმების განთავსება, თუ არ ვცდები დღეისათვის უკვე 15 ფილმია . მე შევეცდები ყველა ფილმი რიგითობის მიხედვით გაგიზიაროთ .
და კიდევ ერთს ვიტყვი სადღეგრძელოსავით - ყველა ქართველ კაიაკერს ვუსურვებ რომ ქართული წარმოების ანალოგიური ფილმი ჩვენც გაგვეგზავნოს მალე ამ კონკურსზე !! :)
დღეს გაგიზიარებთ პირველ სამს და საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა ფილმების შესახებ.
აბა ჰე და აბა ჰო !!
ისიამოვნეთ :)
თქვენი კაკი :)))
Entry # 1
Corsica Sessions 2013 (Kayak Session Short Film of the Year Awards 2013 – Entry#1) from Kayak TV (Kayak Session Mag) on Vimeo.
Entry # 2
Entry # 3
Cold (Kayak Session Short Film of the Year Awards 2013 – Entry#3) from Kayak TV (Kayak Session Mag) on Vimeo.