Thursday, July 25, 2013

ქართველი კაიაკერები

მოგესალმებით !

სანამ ცოტა თავისუფალი დრო მაქვს და ამინდიც თავისი "სიმჟავით" ხელს მიწყობს ,  ვისარგებლებ და წარმოგიდგენთ ხალხს,  ვინც ამ სპორტის ზრდაში  და  განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. ზოგი მათგანი დღეს აქტიური და მოქმედი კაიაკერია , ზოგი დროებით ისვენებს ახალი აღჭურვილობის მოლოდინში . მოკლედ ქართული ექსტრემალური კაიაკინგის ელიტა და ინტელიგენცია :)

- ქაბატონებო და ბატონები თქვენს წინაშეააააა :

<< ქართველი კაიაკერები >>

( ტატაამ ! ) 



ვატო ასათაშვილი 

ქართული კაიაკინგის ერთერთი კაშკაშა ათლეტი ,  ( კაშკაშა ათლეტი არაა ცუდი აა ?! :) ) 
მართალია ხერხემალი "ვინტებზე ტოლი ბოლტებზე აქვს აყვანილი", მაგრამ მთავარია გული გულობდესო  , ხო გაგიგიათ . ხოდა ეგ კაცია ვატო . ეგეთებს "ფირმაში"  BADASS  ეძახიან


Photo by Akaki Kobiashvili

Photo By Christoph Scheuermann



ჩიკო ჯაკობია 

ერთერთი პირველი ქართველი კაიაკერია , შეიძლება ითქვას ეს სპორტი და აჩიკო ერთად იზრდებოდნენ :)) მოკლედ ველოდებით ახალ აღჭურვილობას და აქაც "ფირმა" ტერმინს ვიხმარ : I'LL BE BACK !! - ო . 

 
Photo by Akaki Kobiashvili

Photo by Lika Ghvanidze





მიშა მინდიაშვილი


ვისაც Rafting-თან , იგივე - ჯომარდობასთან ქონია შეხება მიშაც ეცოდინება . მიშა პრო.რაფტ. გიდია  და ათასობით ადამიანი ყავს ნაზიარები მდინარეს. 
კაიაკინგში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში საკმაოდ დიდი ნახტომი გააკეთა და დღეს ერთერთი მოქმედი და აქტიური კაიაკერია . 

Photo by Akaki Kobiashvili

Photo by Christoph Scheuermann



დათო მათიაშვილი

ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც კაცმა კაიაკში პირველივე ჩაჯდომისთანავე აუღო ალღო და გაიგო "ჩტო კ ჩემუ",  მოკლედ სუპერ ნიჭიერი გამოდგა :)))) მემგონი 3 წელია რაც კაიაკით "მოიწამლა" და არანაკლებ BADASS თვისებებს ავლენს ვიდრე ზემოთხსენებული იგივე ტიტულის მატარებელი ჭაბუკი . 


P.S.  ეჰჰჰ...  , ამ ბიჭს ერთი ახალი კაიაკი და ომი აღარ იქნება ... ;)


Photo by Akaki Kobiashvili


და ბოლოს მე :

მე რა ...  BORN TO KAYAK , FORCED TO WORK , ან რაღაც მსგავსი  :)))



Photo by Christoph Scheuermann


P.S.    ალბათ გაგიკვირდებათ ჩამოთვლილი კაიაკერების რაოდენობის სიმცირე , მაგრამ მე ხომ ამ პოსტში მხოლოდ ინტელიგენციაზე მაქვს საუბარი  ))))

 



RIVER DAY from Kakilo on Vimeo.

2 comments:

  1. არ ხარ შენ ჭეშმარიტი მწერალი!!!

    სად არიან დანარჩენები(სახლები არ ვიცი)?
    "ბლანძინკა"
    "ისტერიული სლალომი"
    "პრუსიელთა საძმო–სადო"
    "ფრანკი მწერალი"
    "უკრაინელი სპეკულიანტი"
    და სხვა მრავალი

    ReplyDelete
    Replies

    1. მაგათ რა დამავიწყებს !!! უბრალოდ ჯერ ინტელიგენცია bro :)) ჰა-ჰა ბლანძინკა :)))

      Delete