Tuesday, July 30, 2013

Short Film Entries 2013 ( Entries # 1 - 2 - 3 )

თითქმის ყველასთვის,  ვისაც უყვარს კაიაკინგი , კარგად ნაცნობია ჟურნალი - "KAYAK SESSION MAGAZINE",  რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ელექტრონული ასევე ბეჭდვური სახით .

ეს გამოცემა აშუქებს თითქმის ყველა საყურადღებო მოვლენას რაც ხდება კაიაკ -  სამყაროში მთელი მსოფლიოს მაშტაბით , დაწყებული აღჭურვილობის მიმოხილვით და რეკომენდაციებით , დამთავრებული სტატიებით სხვადასხვა ექპედიციებზე და კაიაკერებისთვის საინტერესო ქვეყნების / მდინარეების/ მარშრუტშების შესახებ.

ამავე ჟურნალის თაოსნობით , ყოველწლიურად ტარდება კონკურსი - Short Film Of The Year , სადაც კაიაკერები აგზავნიან საკუთარი მოგზაურობის დროს გადაღებულ  ან სულაც კაიაკინგის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების, შინაგანი ფილოსოფიის  გამომხატველ მოკლე ფილმებს და წლის ბოლოს ვლინდება საუკეთესო ნამუშევარი .

2011 წელს ამ კონკურსში მოხვდა ფილმი საქართველოს შესახებ . ეს იყო პროდუქტი რომელიც შეიქმნა საქართველოს გარშემო კაიაკ-ექსპედიციის შედეგად . ფილმი გადაიღეს ჩვენმა ჩეხმა მეგობრებმა "Rocks & Water Production"- დან. ამ სახალისო ექპედიციის შესახებ ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება. მაგრამ ჯობია ჩემს მაგივრად ეს აჩიკო ჯაკობიამ და ლევან თაფლაძემ გააკეთოს , რადგან ისინი ამ ექპედიციის წევრები იყვნენ და უფრო დეტალურად იციან რა და როგორ ხდებოდა :) მე ისე,  ხანდახან თუ შევუერთდებოდი "რიგი საპატიო მიზეზების გამო" :)))

აი ფილმიც :



Kayaking in the Caucasus mountains from ROCKS & WATER production on Vimeo.


წელევანდელი, 2013 წლის კონკურსისათვის უკვე დაწყებულია ფილმების განთავსება, თუ არ ვცდები დღეისათვის უკვე 15 ფილმია .  მე შევეცდები ყველა ფილმი რიგითობის მიხედვით გაგიზიაროთ .

და კიდევ ერთს ვიტყვი სადღეგრძელოსავით - ყველა ქართველ კაიაკერს ვუსურვებ რომ ქართული წარმოების ანალოგიური ფილმი ჩვენც გაგვეგზავნოს მალე ამ კონკურსზე !!  :)

დღეს გაგიზიარებთ პირველ სამს  და საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა ფილმების შესახებ.

აბა ჰე და აბა ჰო !!

ისიამოვნეთ :)

თქვენი კაკი :)))


 Entry # 1


Corsica Sessions 2013 (Kayak Session Short Film of the Year Awards 2013 – Entry#1) from Kayak TV (Kayak Session Mag) on Vimeo.


Entry # 2

Paddling in the Streets of Tallin (Kayak Session Short Film of the Year Awards 2013 – Entry#2) from Kayak TV (Kayak Session Mag) on Vimeo.


Entry # 3



Cold (Kayak Session Short Film of the Year Awards 2013 – Entry#3) from Kayak TV (Kayak Session Mag) on Vimeo.


"ქვირითობა"


გამარჯობა ! :)

დღეს მინდა ერთ ისეთ მოვლენაზე დავწერო როგორიცაა "ქვირითობა" კაიაკინგში. ( იგივე გადაყირავება , ამოყირავება , ყირამალა , თევზების გადათვლა , და ა.შ. )

მავანი ალბათ უკვე მიხვდა თუ რაზეა საუბარი , ხოლო ვისაც ჯერ-ჯერობით არც თუ ისე მჭიდრო შეხება აქვს ამ სპორტთან,  შევეცდები მოკლედ ავხსნა მათთვის რასთან გვაქვს საქმე .

"ქვირითობა" - ეს არის ქმედება , როდესაც ადამიანი , რომელიც ეს წუთია ახორციელებდა მდინარეზე დაშვებას ტრადიციული მეთოდით ( კაიაკში, წყლის ზედაპირზე ) , სხვადასხვა მიზეზების გამო უეცრად გადაყირავდა და აგრძელებს დაშვებას წყლაქვეშ ( ისევ კაიაკში ) ან მის ზედაპირზე ( უკვე უკაიაკოდ ).

მსოფლიოში ამ მოვლენას იცნობენ როგორც "SWIMMING"-ს , ხოლო ჩვენ ქართველები რაღა ქართველები ვართ თუ ყველაფერს ძირძველი საწყიდი არ მოუნახეთ და ქართული შესატყვისი არ ვუპოვეთ ( ჯომარდობის ან ყელ-ფანდურასი არ იყოს :))  ). ....

მოკლედ , მაიმუნობას შევეშვათ და  უფრო სერიოზულად იხილეთ მომდევნო აბზაციდან :))

  ნებისმიერი ადამიანის პირველი  ბუნებრივი რეაქცია , კაიაკთან პირველი კონტაქტის დროს არის : "ადვილად ყირავდება ? ", რადგან იმის წარმოდგენაც კი , რომ ამ ერთი შეხედვით არც ისე კომფორტულ მოწყობილობაში ჩამძვრალი ან უფრო "ჩაკვეხებული", შეიძლება მდინარეში ამოყირავდე , დამეთანხმებით ნაკლებად სასიამოვნოა.


By Levan Tapladze


ალბათ ყველა კაიაკერს წაუკითხავს ან გაუგია გამოთქმა "Everybody Swims" ან "We are all Between Swims ". მართლაც ასეა , "ქვირითობა" ერთერთი განუოფელი და აუცილებელი ნაწილია კაიაკინგის . ხანდახან ესეთი მოსაზრებაც გამიგია  - "ვინც არ ყირავდება - საჩკაობს" - ო .

ყველა ჩვენთაგანს ბევრი უცურავია მდინარეში , განსაკუთრებით საწყის ეტაპზე , ამის გარეშე წარმოუდგენელია . მართალია დროის გასვლასთან ერთად ადგილები,  სადაც შეიძლება ამოყირავდე , ბევრად რთული და სარისკოა ვიდრე ადრე იყო , მაგრამ იმ ძველი "ქვირითობების" წყალობით ვიძენთ გამოცდილებას და კომპეტენციას თუ როგორ გავუმკლავდეთ სარისკო სიტუაციას , როგორ მოვიქცეთ წყალში , როგორ გადავარჩინოთ ჩვენი აღჭურვილობა , და რაც მთავარია მენტალურად  შევეჩვიოთ ამ "სტრესს" , რადგან საჭირო მომენტში პანიკის ნაცვლად სწორად შევაფასოთ სიტუაცია და ვიპოვოთ გამოსავალი .

ჩემი აზრით აუცილებელია ყველა დამწყებმა ხშირად დავუსვას საკუთარ თავს შეკითხვები : რა იყო ამა თუ იმ  კონკრეტული გადაყირავების მიზეზი ?  , ბევრს ხომ არ "ვქვირითობ" ?  რატომ "ვქვირითობ" ამდენს ?  - და შესაბამისად ვეცადოთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა , თვითონ ან მეგობრების დახმარებით .
სხვისი აზრის და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია . რადგან გამოცილმა ადამიანმა შეიძლება რამოდენიმე წუთში განახოს გამოსავალი და გაგცეს პასუხი კითხვაზე,  როდესაც  თავად  შეიძლება ერთი თვე მოანდომო იგივე პასუხის პოვნას.

კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია -  ვახერხებთ თუ არა ამ დროს საკუთარი აღჭურვილობის სრულიად ან ნაწილობრივ გადარჩენას ? ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა თუ რამდენად კარგად და მობილიზებულად შეგვიძლია მსგავს სიტუაციასთან გამკლავება. ფიზიკური დისკომფორტის და ზედმეტი ენერგიის ხარჯვის პარალელურად , შეიძლება დაშვება ძალიან ძვირიც დაგვიჯდეს -  ნავის ან  ნიჩბის გატეხვის ან სულაც დაკარგვის შემთხვევაში . ამოტომ,  როდესაც ვხედავთ და დიდი ალბათობით ვიცით რომ ვუახლოვდებით ადგილს,  სადაც ჩვენთვის "იდეალური საქვირითო  ადგილია" , აუცილებელია ვუთხრათ სხვა კაიაკერებს რომ წინასწარ დადგნენ დაზღვევაზე - ჩვენი და ჩვენი აღჭურვილობის გადასარჩენად .


By Levan Tapladze

ერთი სიტყვით "ქვირითობა" ბევრის მთქმელია ნებისმიერი დონის კაიაკერისთვის , და იძლევა ბევრ ინფორმაციას საკუთარ შესაძლებლობებზე , თუ რა გვაქვს გამოსაწორებელი , როგორ ტექნიკური ადგილებზე უნდა ვივარჯიშოთ უფრო მეტად , რა მოძრაობა თუ ილეთი გვაქვს დასახვეწი. და აი "დღის სიბრძნეც" გამოიკვეთა -   "ქვირითობის" გარეშე ვერავინ განვითარდება :))))

ასეა თუ ისე , დასასრულს ერთი რამის თქმა შეიძლება : მდინარეზე კაიაკერის "კაი ტიპობა" არ იზომება იმით თუ რამდენად რთული თუ ტექნიკური ადგილის გავლა შეუძლია . გასავლელი წყლის სირთულე  და თუ რამდენად უშეცდომოდ შეგვიძლია მისი გავლა , მხოლოდ ორი კომპონენტია იმ ძალიან გრძელ და კომლექსურ ჩამონათვალში , რომლის მიხედვითაც იზომება კაიაკერის დონე . ბევრად მნიშვნელოვანია მუდმივად ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე , ვიყოთ მაქსიმალურად თვითკრიტიკულები და ვაანალიზოთ ნებისმიერი წარუმატებელი დაშვება , ვიცოდეთ სად შეიძლება "თავით გადაეშვა" და სად სჯობს გაჩერდე . ეს და სხვა მსგავსი კომპონენტები დაგვეხმარება წინ წავიდეთ ამ სპორტში  და კიდევ მრავალჯერ  და დიდხანს ვისიამოვნოთ ჩვენი საყვარელი საქმით  ...

ხო ! და ყოველთვის გვახსოვდეს "SAFETY FIRST" !!


P.S.   ვიდეო მეტი თვალსაჩინოებისათვის :)  ისიამოვნეთ !!






Thursday, July 25, 2013

ქართველი კაიაკერები

მოგესალმებით !

სანამ ცოტა თავისუფალი დრო მაქვს და ამინდიც თავისი "სიმჟავით" ხელს მიწყობს ,  ვისარგებლებ და წარმოგიდგენთ ხალხს,  ვინც ამ სპორტის ზრდაში  და  განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. ზოგი მათგანი დღეს აქტიური და მოქმედი კაიაკერია , ზოგი დროებით ისვენებს ახალი აღჭურვილობის მოლოდინში . მოკლედ ქართული ექსტრემალური კაიაკინგის ელიტა და ინტელიგენცია :)

- ქაბატონებო და ბატონები თქვენს წინაშეააააა :

<< ქართველი კაიაკერები >>

( ტატაამ ! ) 



ვატო ასათაშვილი 

ქართული კაიაკინგის ერთერთი კაშკაშა ათლეტი ,  ( კაშკაშა ათლეტი არაა ცუდი აა ?! :) ) 
მართალია ხერხემალი "ვინტებზე ტოლი ბოლტებზე აქვს აყვანილი", მაგრამ მთავარია გული გულობდესო  , ხო გაგიგიათ . ხოდა ეგ კაცია ვატო . ეგეთებს "ფირმაში"  BADASS  ეძახიან


Photo by Akaki Kobiashvili

Photo By Christoph Scheuermann



ჩიკო ჯაკობია 

ერთერთი პირველი ქართველი კაიაკერია , შეიძლება ითქვას ეს სპორტი და აჩიკო ერთად იზრდებოდნენ :)) მოკლედ ველოდებით ახალ აღჭურვილობას და აქაც "ფირმა" ტერმინს ვიხმარ : I'LL BE BACK !! - ო . 

 
Photo by Akaki Kobiashvili

Photo by Lika Ghvanidze





მიშა მინდიაშვილი


ვისაც Rafting-თან , იგივე - ჯომარდობასთან ქონია შეხება მიშაც ეცოდინება . მიშა პრო.რაფტ. გიდია  და ათასობით ადამიანი ყავს ნაზიარები მდინარეს. 
კაიაკინგში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში საკმაოდ დიდი ნახტომი გააკეთა და დღეს ერთერთი მოქმედი და აქტიური კაიაკერია . 

Photo by Akaki Kobiashvili

Photo by Christoph Scheuermann



დათო მათიაშვილი

ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც კაცმა კაიაკში პირველივე ჩაჯდომისთანავე აუღო ალღო და გაიგო "ჩტო კ ჩემუ",  მოკლედ სუპერ ნიჭიერი გამოდგა :)))) მემგონი 3 წელია რაც კაიაკით "მოიწამლა" და არანაკლებ BADASS თვისებებს ავლენს ვიდრე ზემოთხსენებული იგივე ტიტულის მატარებელი ჭაბუკი . 


P.S.  ეჰჰჰ...  , ამ ბიჭს ერთი ახალი კაიაკი და ომი აღარ იქნება ... ;)


Photo by Akaki Kobiashvili


და ბოლოს მე :

მე რა ...  BORN TO KAYAK , FORCED TO WORK , ან რაღაც მსგავსი  :)))



Photo by Christoph Scheuermann


P.S.    ალბათ გაგიკვირდებათ ჩამოთვლილი კაიაკერების რაოდენობის სიმცირე , მაგრამ მე ხომ ამ პოსტში მხოლოდ ინტელიგენციაზე მაქვს საუბარი  ))))

 



RIVER DAY from Kakilo on Vimeo.

Wednesday, July 24, 2013

ვიწყებთ !!!

გამარჯობა !  :) 


დიდხანს მინდოდა მსგავსი რამის გაკეთება და ვფიქრობდი როგორი უნდა ყოფილიყო , მერე უფრო დიდხანს თავი ვერ მოვაბი ... მოკლედ , რაც გამოვიდა - გამოვიდა ,  ჯერჯერობით ესაა , მერე ვნახოთ .. 

ეხლა მოკლედ ჩემი ბლოგის შესახებ :

როგორც ზემოთ წერია "ყველაფერი ექსტრემალური კაიაკინგის შესახებ საქართველოში" - ო , ხოდა მეც შევეცდები მაქსიმალურად დავწერო ყველაფერი რაც ხდება ან მოხდება , ხანდახან კი - რაც მოხდა აქამდე :) 

ხუმრობა გვერდით იყოს და მთავარი მიზეზი ისაა რომ , ეს სპორტი სულ რამოდენიმე წელია არსებობს ჩვენთან , ალბათ 5 წელი ?  ჰაჰა - 6 ,  უფრო 5 ! ... ამ 5 წლის განმავლობაში არც თუ ისე ბევრი ხალხი "მოიწამლა" კაიაკინგით . ქართველ კაიაკერებს თითებზე ჩამოთვლის კაცი , და კიდე დარჩება რამოდენიმე თითი უსაქმოდ ... მე კი როგორც ამ სპორტის გულშემატკივარს  გული მწყდება , მინდა ბევრი ვიყოთ. 

ხოდა,  ჩემი ბლოგის მეშვეობით შევეცდები უფრო მეტი ინფორმაცია , ფოტო და ვიდეო მასალა გავხადო ხელმისაწვდომი მათთვის ვისაც აინტერესებს ეს ყველაფერი . იქნებ ვინმე "დაზამაზკდეს" და "გავბევრდეთ" :) 

სე რომ ხალხნო და ჯამაათნო ! 

ვისაც გიყვართ მდინარე , მთა და მეგობრები - ეს ბლოგი თქვენთვისაა 


მოკლედ , როგორც ქართული პოლიტიკის კლასიკოსი იტყოდა :

ვიწყებთ !! )))) 



Photo by Christoph Scheuermann