Thursday, August 22, 2013

თერგი, 2 კაიაკერი და Red Bull - ი

გუშინ ორი მაწანწალა კაიაკერი და Red Bull - ი სტეფანწმინდაში გადავიკვეთეთ. მომავალი დიდი "ივენთის" პრომო ვიდეოს გადაღება მიმდინარეობდა ( www.redbullgergetit.com ) ამ ივენთზე ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება , აქ მხოლოდ იმას ვიტყვი,  რომ ჩემთვის, როგორც კაიაკერისთვის ძალიან სასიხარულოა მსგავსი ღონისძიების ჩატარება , რადგან ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სპორტის პოპულარიზაციას + საქართველოს სახელის გახმაურებას როგორც ქვეყნის , სადაც შეიძლება კაიაკით იმოგზაურო.




ერთი სიტყვით , ორ მაწანწალა კაიაკერს  ანუ მე და ვატოს , მოგვიწია თერგში ჩასვლა :)

სიტყვა "მოგვიწია" ტყუილად არ ვთქვი  - "მოგვიწია" ამინდიდან და მდინარეის მდგომარეობიდან გამომდინარე. ჰაერის ტემპერატურა +15 დან +18 მდე მერყეობდა , მთელი დღე წვიმდა , და თერგიც რა თერგია თუ მსგავს ამინდზე მყისირეი რეაგირება არ მოახდინა. ადიდა , აიმღვრა და ყეფა დაიწყო, და ჩვენი ვარაუდით წყლის ტემპერატურა +8 ზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო ,  ხოდა "მოგვიწია", რადგან ხარება & გოგიასი - აი იყოს - "სიტყვა ვთქვით და ხელი ჩავარტყით " :)))

ჩასვლისთვის მზადება ზანტად და უხალისოდ მოხდა. შემდეგ დაახლოვებით 100 მეტრი მდინარემდე კაიაკების მითრევას , ან უფრო ჩათრევას დასჭირდა და რამოდენიმე წუთში უკვე კაიაკებში ჩამჯდრები თერგზე არც ისე საიმედო და ფართო "Eddie" - ში ვტივტივებდით.

კამერები მზადაა , ყველაფერი ჩაირთულია , მატოოოორ ... და წავიდააა ...

პირველი "მანიოვრი" რაც გავაკეთეთ , "ედიდან" გამოვედით , მთავარი დინების ძალა მოვსინჯეთ და იქვე ოდნავ ქვემოთ,  სხვა "ედიში" შევედით. ამ რამოდენიმე წამიანი მოსინჯვის დროს მოხდა ის რასაც ყველა კაიაკერი ერთნაირად გრძნობს .... საიდანღაც მოვიდა და მთელი გონება და სხეული აივსო სასწაული ენერგიით და ადრენალინით , აღარ გვაინტერესებდა არც ტემპერატურა და არც ამინდი ,  ერთადერთი რაზეც შემეძლო ფიქრი სწრაფად გავსულიყავი "ედიდან " და მდინარის დანარჩენი ნაწილი გამევლო. საოცარი , სასიამოვნო წინათგრძნობა იყო , თან ცოტა ხიფათიანი. ვატოს რომ შევხედე მივხვდი რომ იგივეს გრძნობდა , "დაქოქილი" და მობილიზებული იყო.   მოკლედ  ნავებზე და ჩაფხუტებზე დამაგრებული კამერები კიდევ ერთხელ შევამოწმეთ და დავიძარით.

ცოტა ძნელია იმის აღწერა რასაც ეს მდინარე წარმოადგენს , დიდი ტალღები , ძლიერი მორევები , გარშემო შენზე მაღალი ლოდები , და დიდი სისწრაფე ..  "ლეპოტა" !!! და თან "WTF" !!!  :))) მდინარე იმდენად სწრაფია, რომ სავალი ხაზის შერჩევისთვის წამზე ცოტა დროა, მაგრამ აუცილებლად უნდა მოასწრო რადგან სხვა "პონტში" მაგარ შარში შეიძლება ამოყო თავი .

მოკლედ გადასაღებად შერჩეული ტრასა გავიარეთ , არ ვიცი რა დრო დასჭირდა. ტრასის ბოლო "ედიში" შევედით და სიჩუმე ... ალბათ ჯერ გვინდოდა ჩვენთვითონ მივმხვდარიყავით რა ნახტომი გავაკეთეთ ეს - ესაა. ნავიდან ამოვედით და ... გადაწყვეტილია , უსიტყვოდ გადაწყვეტილია , ერთხელაც ვეშვებით !!

გაღიმებულებმა ავათრიეთ ნავები სტარტამდე , ისევ წყალზე ვართ .. მეორე დაშვების შეგრძნება ბევად მაგარი გამოდგა, რადგან ის პირველი , უცნობის ტრასის გავლის სტრესი მოიხსნა , უკვე ვიცით რა გველის და სად უნდა გავიაროთ . მოკლედ ამჯერად ვხალისობთ ბოლომდე !!! ოღონდ ყურადღებით , თერგია მაინც  :)

მეორე დაშვებაზე ემოციამ და ადრენალინმა პიკს მიაღწია , სულელებივით ვკიოდით მთელი დაშვების განმავლობაში  ... რაც მთავარია წყლიდან ამოსვლის შემდეგ ვიგრძენი რომ გადამღებ ჯგუფზეც გადავიდა ეს ადრენალინი და ნაპირზე მაგარი მუხტი დაგვხვდა . უკვე მალე დაბნელდებოდა , საჭირო მასალაც გადაღებული იყო , ასე რომ თერგს დროებით დავემშვიდობეთ , მაგრამ აუცილებლად - დროებით ! :)

რა შეიძლება ვთქვა , ჩემი დიდი მოწონება და პატივისცემა თერგს ! MAGIC !!
წყლიდან ამოსულს მკითხეს როგორი იყოო ...  "ისეთი ძალა აქვს , გეგონება მყინვარი პანჩურებს მირტყავდა " - თქო ვუთხარი , ძალიან მასიურია , ძალიან .

ქვემოთ პატარა ფოტო რეპორტაჟი , რომელიც მესხომ გადაიღო . მესხოც მაგრად "დაადრენალინდა" , მუხლებამდე დასველდა და ცოტა გვიან აღმოაღინა ეს ამბავი . ბინდდებოდა და ფოტოები ცოტა "გაწელილი" გამოვიდა , მაგრამ ეს ის შემთხვევაა სადაც "ფოკუსი"  არავის ადარდებს :)))































მოკლედ , ეგრე იყო ეგ ამბავი , 

მადლობა ვატოს , მესხოს , Red Bull-ს და რაც მთავარია თერგს მაგარი საღამოსთვის :) 




Tuesday, August 20, 2013

LIVING THE BEST DAY EVER

 დღევანდელ პოსტში მინდა ერთ წიგნზე გითხრათ , თუმცა სანამ თვითონ წიგნზე გადავალ , ერთ მაგარ კაცზე მოგიყვებით , სახელლად ჰენდრი კოტზიი ( Hendry Coetzee ) .

Hendri Coetzee
1975-2010 

ვისაც მდინარესთან და კაიაკთან ჰქონია შეხება, ეს სახელი ბერვს ნიშნავს მათთვის. წარმოშობით სამხრეთ აფრიკელი , შემდეგ კი უგანდის რეზიდენტი , ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგზაური და ინგლისურ სიტყვას ვიხმარ - "Explorer"-ი . XIX  საუკუნის დიდი მოგზაურების და მკლევარების თანამედროვე რეინკარნაცია და მსოფლიოს ერთ-რთი საუკეთესო კაიაკერი.

ჰენდრის კარიერა დაიწყო 1997 წელს , უკვე სამხედრო ექიმის სტაჟით,  მოეწყო რაფტ. გიდათ მდინარე ზამბეზიზე. ის მონაწილეობდა რაფტ.ექსპედიციებში 10 სხვადასხვა ქვეყანაში , რომელთაგან 7 აფრიკური სახელმწიფო იყო. ჰენდრიმ უხელმძღვანელა 4 თვიან რაფტ.ექპედიციას , რომელიც მოიცავდა მსოფლიოს ყველაზე გრძელი მდინარის - ნილოსის სრულად გავლას .

2008 წელს , ნორვეგიის მთავრობისთვის, მან შექმნა სპეციალური სათავგადასავლო თერაპიის კურსი მოზარდი კრიმინალებისთვის, რაც გულისხმობდა ამ ახალგაზრდების ექპედიციაში ჩართვას მდინარე ნილოსზე , მისი სათავეებიდან - უგანდაში , სამხრეთ სუდანამდე.

ჰენდრიმ , გამოცდილების ზრდასთან ერთად დაიწყო სოლო ექსპედიციები, რომლის დროსაც , როგორც თვითონ ამბობდა , იგრძნო მჭიდრო სულიერი კავშირი ბუნებასთან.

მან გაიარა აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლი მდინარე მომბასსადან - მდინარე რუფიჯიმდე , რაც 1000 კილომეტზე მეტია., ხოლო მოგვიანებით - 2009 წელს , 6 თვე გაატარა კონგოს ველური ბუნების და მდინარეების შესწავლაში. უკიდურესად ველური გარემოს და ადამიანის ჰარმონიული თანაცხოვრების გამოცდილებამ ჰენდრიზე დიდი გავლენა მოახდინა. მას გაუჩნდა სურვილი უფრო ღმა ანალიზი გაეკეთებინა და  თავი მოეყარა ერთად აკადემიური ცოდნისა და სულიერერებისთვის.
უფრო მეტის შემეცნების მიზნით მან დაამთავრა სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი , შემდეგ კი ტაილანდში , 3 თვიანი მედიტაციის კურსი გაიარა.

ამ ბიოგრაფიული მონეცემების გარდა , ძალიან საინტერესოა მისი ფილოსოფია და ცხოვრების ხედვა. იგი მუდმივდა აწარმოებდა დღიურებს და აკეთებდა ჩანაწერებს საკუთარი გრძნობების , აზრების , სიხარულების და შიშების შესახებ ექსპედიციების მიმდინარეობისას.

ჰენდრის უნიკალურმა და განსხვავებულმა ხედვამ, მისმა საინტერესო სტატიებმა დიდი ყურადღება მიიპყრო. მისი ანგარიში უგანდას სოლო კაიაკ ექსპედიციების შესახებ შევიდა წიგნში "AFRICAN VAINS" ( 2004 წელს გამოიცა ეს წიგნი , რომელშიც აღწერილია აფრიკის მდინარეებზე სხვადასხვა დროს გაკეთებული საოცარი კაიაკ - ექპედიციების ამბები, ამ წიგნში ასევე შესულია ჩემი უფროსი მეგობრის დეივ მენბის აფრიკული ისტორიაც )



2010 წელს , ორ ამერიკელ კაიაკერთან ერთად  ( Ben Stookesberry და Chris Korbulic ) , ჰენდრი მორიგ ექსპედიციაში წავიდა , რომელიც მისთვის უკანასკნელი გამოდგა.  ჯგუფი ნილოსის სათავეებიდან წამოვიდა,  მივიდა კონგომდე - მდინარე ლუკუგამდე,  სადაც მას თავს დაესხა ნიანგი. ჯგუფის წევრებმა ნახეს თუ როგორ ჩაძირა ნიანგმა ჰენდი ნავიანად . მოგვიანებით იპოვეს მხოლოდ მისი კაიაკი. ეს მოხდა 2010 წლის 7 დეკემბერს , ჰენდრი 35 წლის იყო.

ჰენდრის ცხოვრების წესი , და მისი ისტორია , მისი ჩანაწერები  -  ჩემთვის , ისევე როგორც მსოფლიოს ათასობით კაიაკერისთვის უზარმაზარი შთაგონების წყაროა.



ახლა კი წიგნზე :




ეს არის წიგნი, სადაც შესულია ჰენდრის პირადი ჩანაწერები სხვადასხვა ექსპედიციების დროს ( ბოლო ექსპედიციის ჩათვლით ) , ჩემის აზრით ძალიან საინტერესო უნდა იყოს მისი თვალით დანახული სამყარო. ეს წიგნი მკითხველს მისცემს საშუალებას წარმოსახვაში იმოგზაუროს აფრიკის მდინარეებზე ჰენდრისთან ერთად, გაიზიაროს მისი ფილოსოფია და დაიწყოს ცხოვრების საუკეთესო დღისკენ სიარული.

ეს არის ჩემი პირველადი ემოცია და შეფასება ამ წიგნთან დაკავშირებით , დანარჩენი წაკითხვის შემდეგ . აი წიგნის ვიდეო Trailer-ი.





ხო მართლა ! წიგნს მოყვება დოკუმენტური ფილმი "KADOMA". ეს ფილმი გადაიღო და გამოუშვა იმ ბოლო ფატალური ექსპედიციის წევრმა  Ben Stookesberry -იმ , და თავიდან ბოლომდე ასახავს აღნიშნულ ექსპედიციას.

ესეც ამ ფილმის Trailer- იც :





მოკლედ მე არ "გავმაზავ" და თქვენც გირჩევთ :) აი ლინკი

http://livingthebestdayever.com/



Cheers !



Saturday, August 17, 2013

R.I.P. Chagga Bileni





Yesterday was Chagga’s last. 

He decided to run the left line on Dutchman alone and with no pfd or helmet. His boat was found last night, his body was found this morning.


Let this please be a lesson for all of you who play on the wave without safety gear because it is so familiar.  Chagga knew that river like the back of his hand – but familiarity breeds contempt. And contempt kills. 



Rest In Peace, Chagga
Thank you and goodbye


Thursday, August 15, 2013

ფშავის არაგვი წყალდიდობის შემდეგ

რამოდენიმე კვირის წინ , მე და ვატო ფშავში წავედით , არაგვზე , მაგრამ  ფშავ-ხევსურეთში წინა ღამის ძლიერი წვიმის შემდეგ  მდინარე დაგვხვდა გაცოფებული , მარტივად - ფშავში წყალდიდობა იყო . მდინარეს მოქონდა დიდი ხეები და  ლოდებს მოაგორებდა . დაშვება "გაიმაზა"







გუშინ გადავწყვიტეთ გვენახა რა მდგომარეობა იყო მდინარეზე წყალდიდობის შემდეგ და წავედით მე, ვატო და მესხო .

წყალი დაწყნარებულია , მაგრამ დონე საკმარისია იმისთვის რომ ისიამოვნოს ნებისმიერმა კაიაკერმა . წყალდიდობას ბევრგან შეუცვლია კალაპოტი , ანუ ზოგ ადგილას ყურადღებითაა ასარჩევი "ხაზი" ( Line ). ზოგი მონაკვეთი ისეა შეცვლილი რომ სხვა მდინარეზე მეგონა თავი. წყალს გადაურეცხია წლების მანძილზე მდინარის კალაპოტში გაჭედილი რამოდენიმე ხე , სამაგიეროდ რამოდენიმე ახალი დაუმატებია:)) და რაც მთავარია , ბუნებაში ქეიფის მოყვარულ და "საქართველოს მოტრფიალე" ადამიანების მიერ მდინარის ნაპირებზე დაყრილი ნაგავი წღებულია და შედარებით სისუფთავეა ( მაგრამ სამწუხაროდ დროებით .. მდინარის პირას ქეიფის მიზეზს რა გამოლევს )

მოკელდ დავეშვით , ვიხალისეთ , ვისიამოვნეთ და დავიშალეთ ))

აი ამ დაშვების პატარა ფოტო რეპორტაჟი By ირაკლი მესხიშვილი !!!

ყოჩაღ და მადლობა მესხო :)

































კიდევ ერთხელ მადლობა მესხოს და ვატოს კარგი დღისთვის :)