Monday, December 28, 2015

უსაფრთხოება და სამაშველო სამუშაოები მდინარეზე

შესავალი 

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. ხოდა ახლა როდესაც სეზონი დამთავრდა, მინდა განვაახლო ბლოგი და დავიწყო წერა ისეთ უმნიშვნელოვანეს თემაზე როგორიცაა - უსაფრთხოება & სამაშველო საქმიანობა მდინარეზე. 

შევეცდები თემები თანმიმდევრულად შევარჩიო და მაქსიმალურად მარტივი და გასაგები იყოს მკითხველისთვის, განსაკუთრებით დამწყები და ნაკლებად გამოცდილი კაიაკერებისთვის ( და არა მარტო მათთვის ) 

აქვე მინდა დავამატო, რომ პოსტებში უხვად იქნება გამოყებებული ინგლისური ტერმინოლოგია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩვენს სპორტში საერთაშორისო სამეტყველო "სლენგის" საფუძველი ინგლისურია და ამ ტერმინების ცოდნა მომავალში გაგიმარტივებთ კომუნიკაციას ნებისმიერი წარმომავლობის კაიაკერთან :))

მაშ ასე

თავი პირველი 

უსაფრთხოების ძირითადი საფუძვლები 

ზოგადად უსაფრთხოება და სამაშველო საქმიანობა მდინარეზე ძალიან ვრცელი და კომპლექსური თემაა, თუმცა ეს ყველაფერი დაფუძნებულია ოთხ ძირითად პრინციპზე რომლებსაც შემოკლებით ეწოდება C.L.A.P.



მივყვეთ სათითაოდ

1 - Communication /კომუნიკაცია 

სწორი კომუნიკაცია ძალაინ მნიშვნელოვანია მდინარეზე, ამიტომ სიგნალები (ვიზუალური, ხმოვანი) უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ჯგუფის ყველა წევრისთვის. თუ რაიმე გაუგებარია და დარჩენილია კითხვის ნიშნები -  აუცილებლად გადაამოწმეთ და გაამეორებინეთ სიგნალი სანამ არ იქნება 100 % გასაგები. გამორიცხეთ "ალბათ". იმის დასადასტურებლად რომ ყველაფერი გასაგებია გაუმეორეთ სიგნალი მის გადმომცემს. 

გამორიცხეთ გაუგებრობა ნებისმიერ ფასად 


2 - Line of Sight / ხედვის არეალი



აქ ორი მნიშვნელოვაი ასპექტია 

  • კაიაკერიმა აუცილებლად უნდა აირჩიოს გასავლელი ხაზი და შეაფასოს რისკები მხოლოდ მას შემდეგ როდესაც სრულად ნახავს მდინარის იმ მონაკვეთს რომლის გავლასაც აპირებს, არ დაუშვათ რომ ყველაფერი კარგად იქნება სანამ საკუთარი თვალით არ დარწმუნდებით ამაში.  
  • ჯგუფის წევრებს უნდა ქონდეთ ვიზუალური კონტაქტი. თუ ვერ ხერდება მთლიანი ჯგუფის დანახვა, ამ შემთხვევაში -  ჯგუფის მინიმუმ ერთ წევრს მაინც უნდა ხედავდეს დაშვებაში მონაწილე მეორე კაიაკერი. 
არასდროს არ გაიროთ  არაფერი ბრმად ( წინასწარი დათვალიერების გარეშე ) 


3 - Avoidance /  თავის არიდება 

ეს ნაწილი შიეცავს მთელ რიგს ანგარიშ გასაწევ მუხლებს

  • ურთიერთდახმარება - ჯგუფის ყველა წევრი უნდა იყოს მზად იმისთვის რომ დაეხმაროს დაშვებაში მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. 
  • დაშვებისთვთვის მზადება და დაგეგმვა უნდა მოხდეს ჯგუფში არსებული ადამიანების დონის და გამოცდილების შესაბამისად 
  • აღჭურვილობის "გასუფთავება" - ანუ ყველამ უნდა შეამოწმოს რომ არ იყოს ზედმეტი კვანძები და სახელურები სამაშველო / სასროლ თოკებზე , არ იყოს ზედმეტი თოკები და მოშვებული ყულფები ჟილეტებზე . უნდა შემოწმდეს და მოშორებული იქნას თავიდან ყველაფერი რაც ზრდის რამეზე გამოდების / "გაჭედვის" რისკს.
  • რისკების შეფასება - ყველამ უნდა შეაფასოს კონკრეტულ დაშვებასთან დაკავშირებული რისკები და პირადად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება - მიიღოს მონაწილეობა თუ არა. 
  • ჯგუფმა გასავლელი მონაკვეთის ყველაზე დაბალ რისკიანი ხაზი უნდა განსაზღვროს და პირველად ის გაიაროს, შემდეგ სუვილის შესაბამისად შეიძლება იგივე მონაკვეთის უფრო რთული ხაზების გავლა - ადეკვატური დაზღვევის პირობებში. ინგლისურად ამ მუხლს - TRTTG ქვია , ანუ - Talk / Reach / Throw / Tow / Go
  • Plan B - ყიველთვის დასვით კითხვა -  რა მოხდება თუ რამე არ წავა ისე როგორც დაგეგმილია და გქონდეთ შემუშავებული ალტერნატიული გეგმა ანუ Plan B 
  • KISS - Keep it Short and Simple - ეს მუხლი იმდენად იდეალურადაა განსაზღვრული ინგლისურად,  რომ თარგმნას აზრი არ აქვს :) 
  • სამაშველო სამუშაოს ჩატარების დროს, მაშველმა არ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც "საშველს" ( შემდგომში ვიხმარ ტერმინს - მსხვერპლი / Victim ) იმაზე ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ვიდრე მანამდე იყო 

4 - Position of Maximum Usefulness / საუკეთესო პოზიცია 


  • გასავლელი ჩქერის "დაზღვევის" დროს, ჯგუფის წევრებმა უნდა დაიკავონ ისეთი სამაშველო პოზიციები, საიდანაც ექნებათ საუკეთესო წვდომა მაქსიმალური რისკის მატარებელ ადგილთან. ანუ უნდა შეეძლოთ იმ ადგილის მაქსიმალურად "დაფარვა" სადაც ყველაზე დიდი ალბათობაა "რამე" მოხდეს.
  • მაშველმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, რადგან თუ მას რამე შეემთხვა ის უკვე ვეღარავის უშველის.

    მაშველისთვის - იყოს საჭირო დროს , საჭირო ადგილზე - არის წარმატებული სამაშველო სამუშაოს ჩატარების  გარანტია












Tuesday, June 3, 2014

EUROKAYAKTRIP 2014 - Part One ( Geo / Eng )

Note : See the English Version Below 

პირველი ნაწილი

მოგზაურობიდან ახალ დაბრუნებულს, თავი უამრავი დადებითი ემოციით მაქვს სავსე. ვაპირებდი ჯერ ვაცდი, გონება დაიწმინდოს და მერე დავჯდები და დავწერ თქო , მაგრამ არ გამოდის , მეშინია რამე არ დამავიწყდეს ან რომელიმე ემოცია არ გაფერმკრთალდეს ... ამიტომ სჯობს დავწერო ახლა და დავიწყო თავიდან.

არ მინდა ეს სტატია გავდეს დღიურს, ან რაღაც ანგარიშს მოგზაურობის შესახებ. შევეცდები არ დავამსგავსო J
მოკლედ ისევ მე და ვატო , ისევ აეროპორტი, ისევ ფრენა , ისევ სტამბულის აეროპორტი და ლოდინი სატრანზიტო რეჯიმში .. ცოტა ლუდი , 1 ევროიანი აეროპორტის ინტერნეტი, საყვარელი  Cok Satanlar წიგნების სექციის მონახულება ( ეს თურქულად Best Sellers ნიშნავს მგონი J )  ... შემდეგ ისევ ფრენა და ბოლოს ვენეცია.








Portogruaro

კარგი ამინდების იმედი თავიდანვე არ გვქონია, ასე რომ წვიმას არ შეუშინებივართ, ასე ჭყაპუნ-ჭყაპუნით და ცოტა განერვიულებული მძღოლის ყურებაში ჩავედით პორტოგრუაროში. ცოტა დავიღალეთ მაგრამ ეს დაღლა გადაძალა პირველმა დადებითმა ემოციამ - ჩვენი უფროსი მეგობრის , მაუროს და მისი 6 წლის შვილის - ალეს ავტო-სადგურში დახვედრამ , შემდეგ მისივე ოჯახში ჩვენთვის გამართულმა ვახშამმა , ასევე ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანის , მაუროს ქართველი ცოლის - მარის და პატარა ანას ნახვამ :) ძალიან თბილი საღამო გამოდგა , დადებითი, ღიმილით , სითბოთი და სიყვარულით სავსე ...



Mauro & Ale

Anna

Mary


მეორე დილა გეგმის მიხედვით მიდის , მაურო და ალე გვაკითხავენ სასტუმროში , ვბარგდებით და მივდივართ ჩვენი მთავარი მიზნისკენ - სლოვენია , ბოვეცი , მდინარე სოჩა.


Coffee brake on the way to Bovec
Me & Mauro
Photo : Wato Asatashvili

Here we are :)
Photo : Wato Asatashvili



Bovec - Waiting for Bro :)

შემდეგი ძალიან დადებითი ემოციის მოლოდინში ვართ - ჩვენს არგენტიელი Bro-სთან შეხვედრის მოლოდინში. ( Bro - ვინც არ იცის ჩვენებურად ძმაკაცს ნიშნავს J ) ფაბიან ბონანო - ეს კაცი 6 წლის წინ გავიცანი, 2009 წელს , ბოსნიაში , რაფტინგის მსოფლიო ჩემპიონატზე , არგენტინის ნაკებში იყო , მას შემდეგ მგონი 2 წელიწადში ერთხელ ვხვდებით მდინარეზე, და მუდმივად კავშირზე ვართ. მაგარი კაცია, ძალიან მაგარი ! მსოფლიო კლასის კაიაკერია, PeakUK- ის ათლეტი. მისგან  ძალიან ბევრი რამ ვისწავლე , ბევრი კი არა ალბათ ყველაფერი რაც კაიაკინგზე ვიცი, ფაქტიურად მან გამზარდა კაიაკერად , ხოდა ალბათ მაგიტომაა როდესაც მასთან ერთად ვარ მდინარეზე , მის აზრს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს , კომპლიმენტსაც და შენიშვნასაც. ეს რაც კაიაკინგს შეეხება . მდინარის გარეთ კი სხვა სიამოვნებაა ამ კაცთან ურთიერთობა , ხალისის მოყვარული , იუმორით სავსე, გახსნილი გონების მქონი მარტივი ადამიანია. მოკლედ კარგი პიროვნებაა რომელიც არასოდეს დაგღლის.


Fabian A. Bonanno

მოკლედ, ბოვეცში ვართ , დავბინავდით, დავლაგდით, და აი კიდევ ერთი ახალი სიხარული - აღმოჩნდა რომ გვყვავს მეორე მასპინძელი , ტონი დემარკო.
ტონი ბრაზილიელია, უმაღლესი კლასის რაფტ-გიდია, ძალიან მაგარი კაიაკერი და ფოტოგრაფი .  2 წლის წინ გავიცანით შემთხვევით , აქვე ბოვეცში და ახლა , როდესაც ერთად მოგვიწევს ცხოვრება და ერთი ჭერის გაზიარება - მიხარია. ძალიან „ქართულად“ დაგვხვდა, პირველი რაც გვითხრა იყო : ჩემი სახლი - თქვენი სახლიაო , მოეწყვეთ და თავისუფლად იყავითო. ძალიან სასიამოვნოე როდესაც სახლიდან შორს ასე გხვდებიან. ტონის დახასიათება ძალიან მოკლედ შეიძლება - ნამდვილი , პირაპირი, სიმართლის მქმელი და სიყვარულით სავსე ადამიანია. მანდვილად კარგი კაცია !

Tony Demarco
Fabian and Tony - Nice evening it was :) 

საღამოსკენ Alpin Actions-ს ვსტუმრობთ , ეს მგონი ყველაზე ძლიერი „outdoor“ კომპანიაა ამ ხეობაში, სადაც აღწურვილობის ქირაობის გარდა შესაძლებელია უახლესი და საუკეთესო აღჭურვილობის შეძენაც. მოკლედ,  ნავები მოვირგეთ და დადგა ყველაზე მაგარი მომენტი - ჩავდივართ მდინარე სოჩაში. ამინდი ისევ გვანებივრებს , სასიამოვნო თბილი საღამოა, წყალი არც ისეთი ცივი როგორსაც ველოდებოდით და აი ის საოცარი შეგრძნება - ისევ სოჩაზე ვტივტოვებთ და დინებას მივყვებით , ცოტა დაუჯერებელია , სიზმარივითაა J გახარებულები ვართ - რადგან ის რაც ორი წლის წინ რთული და ტექნიკური გვეგონა , დღეს იგოვე სექციაზე აბოლიტურად სტრესის გარეშე ვეშვებით , ვთამაშობთ , ვერთობით .. კარგია , გავზრდილვართ J



Magic Soca River


მდინარიდან ამოსვლის თანავე ახალი გეგმა ისახება, ზემოთხსენებული Alpin Action-ი ახალ ოფისს ხსნის თურმე , იქვე მეზობლად , იტალიაში - მდინარე ფელლას ხეობაში, და სწორედ იმ ღამესაა გახსნის ცერემონიალი .

კითხვა - ხო არ დავადგეთ ?

პასუხი - ბაზარი არაა ბრო !

ხოდა ისევ ვბარგდებით , ვსხდებით მანქანებში და ჩვენი სახლის ოთხივე ბინადარი , მე , ვატო , ფაბიანი და ტონი „ვგაზავთ“ იტალიაში. მგონი ერთ საათში , ან ორში იქ ვართ , ძალიან ლამაზი უღელტეხილის გადასვლა მოგვიწია და დრო მაგიტომ არ მახსოვს , გავერთე ხედებით და იმ გადასასვლელისთვის არაადეკვატური სისცწრაფით ))


Alpin Action FVG –ს გახსნის ცერემონიამ კარგად ჩაიარა , რაც მთავარია ახალი მეგობრები გვყვავს და ძველებსაც შევხვდით , პიერო ლინდა , Alpin Action-ის ბოსია , კარგი კაცია , ამ ადამიანსაც წლებია ვიცნობ და ვნახულობ შიგადაშიგ , დადებითი პიროვნებაა , ყველთვის გვერდში გვიდგას და გვამხნევებს, ხო და მთავარი - ამ კაცთან ერთად გრაპას დალევა ერთი სიამოვნებაა J

Pietro Linda


ტონი სახლში ბრუნდება , ხვალ დილიდან მუშაობს და ეგრე ურჩევნია , ვრჩებით სამნი , ვპოულობთ კარგ ადგილს ღამისთევისთვის - მდინარის პირას , ხიდის ქვეშ ..
მეტი რა უნდა მოხეტალე კაიაკერს
 



 To Be Continued







Part One


Being back from a trip, head is full of lots of positive emotions. I was going to let some time pass and let the mind get clearer and write something after, but I’m afraid that I might forget something or some emotions may get pale … so I would better do it now , and start from the very beginning

I don’t want this article to look like a stupid dairy or just an ordinary kayak trip report, so I’ll try my best to avoid that.
Well.. Looks like the same old story, Me and Wato again, flyight, Istanbul airport again, killing our transit time... a little bit of beer, airport internet for just 1 euro per day... our favorite book store section under the sign – COK SATANLAR! (That means – Best Seller I think J )  … then our flight again and at last – Venice !





Portogruaro



Actually we didn’t expect good weather, so Venice rain could not break our mood ... and while driving the wet road and “enjoying” the company of the bus driver that seemed a little bit nervous - we finally got to Portogruaro. Both of us were feeling tired but that was gone after the first positive emotion - Our friend Mauro and his 6 y/o son - Ale were waiting for us at the bus station! This was followed by the dinner in our honor at Mauro’s house, meeting Mary, Mauro’s Georgian wife and their little daughter Anna – after few years, made the evening full of warmth, smile and love.

Mauro & Ale

Mary

Anna


Next morning starts as planned, Mauro and Ale are coming and driving us to our final destination – Slovenia, Bovec, River Soca !



Coffee brake on the way to Bovec
Me & Mauro
Photo : Wato Asatashvili

Here We Are :)
Photo: Wato Asatashvili



Bovec - Waiting for Bro :) 

And feeling stoked ! – we are going to meet our Argentinean BRO again - Fabian A Bonanno !!!
I have met this guy 6 years ago, on World Rafting Championship in Bosnia / 2009. He was a member of Argentinean rafting team… since then we meet every second year I guess, paddle together and always keep in touch.  He is a MAN! GOOD MAN!! He’s a world class kayaker, PeakUK team athlete. I have learned a lot from him .. no not a lot , I guess everything that I know about kayaking, I have learned from Fabian, I can even say he raised me up as a kayaker and probably that’s why I feel so good  on the river with him, and every single compliments and correction from his side means a lot to me. That was shortly about kayaking with him… but it’s also a pure fun and pleasure being with this person out of water – fun loving, full of humor, open minded and easy going .. Shortly -He’s my BRO and an awesome person!

Fabian A. Bonanno

Well... we are in Bovec. Packing down our stuff and finding our places at our new home... and here comes good news again!!! We have a second host at home besides Fabian – Tony Demarco!
Tony is Brazilian, top class rafter, very good kayaker and photographer. We have met Tony couple of years ago here in Bovec and now I’m glad that we are going to live together and share the same roof – stoked again!  J  Tony welcomed us in a real Georgian way. First what he said was – “My home is your Home brothers, relax and feel free” – feels so good when being so far from home, someone meets you like that. What else can I say about him..? just shortly – He is REAL, says what he thinks straight away, feels like he just can’t lie, and the main thing- his heart is full of LOVE ! Tony is a GOOD MAN for real!

Tony Demarco
Fabian and Tony - Nice evening it was :) 


Close to the evening we are going down to Alpin Action, guess the strongest outdoor company out there, where besides renting some good quality gear, one can by the latest and the best gear for mostly river activities. Well…we already have kayaks and getting ready to get wet in Soca! The coolest moment! Lovely warm evening, water is not that cold as expected and there is the moment… floating out kayaks on Soca again, going with that flow… almost unbelievable, it’s like a dream being back !   We are happy – as after paddling two year ago the same section that we thought was pretty difficult and technical one, we feel no stress, feel confident, play with waves, having fun… Good! That means we have progressed! J


Magic Soca River

Shortly after takeoff, comes a new plan – Alpin Action new office opening ceremony in Italy , River Fella Gorge. And the ceremony is tonight!!

Question: let’s go?

Answer: Sure Bro!

Getting back home, packing up again, getting into the cars and all four of our new family members hit the road towards Ressiuta/Italy – River Fella Gorge. One hour driving or maybe two... who knows… we had to drive through a wonderful crossing with an inadequate speed for that tiny road J



All went smooth with Alpin Action FVG opening ceremony, we have met some new and of course old friends there – Pietro Linda !
He’s the Boss in Alpin Action, really nice person that we meet time after times through the years and we became good friends. He always meets us with warm heart and always supports us. And yes… the thing that should be mentioned for sure – it’s a big pleasure to drink Grappa with this guy J  

Pietro Linda


Later Tony drives home, as he has to work tomorrow, and three of us find a nice overnight spot by the River – under the bridge J
What else would a travelling kayaker wish !




To Be Continued

Tuesday, April 15, 2014

Chaga - The Story

შარშან დავწერე ერთი უნიკალური უგანდელი ბიჭის  - ჩაგა ბინელის - გარდაცვალების შესახებ,  რომლისთვისაც კაიაკინგი იყო ცხოვრების აზრი და ყველაზე დიდი სიახრული , იმ გარემოს და ყოფის გათვალისწინებით , რომელშიც ის ცხოვრობდა . მან სიცოცხლე მდინარეზევე დაასრულა ...

ბევრის წერას აზრი არ აქვს , სჯობს ეს მოკლე ფილმი ნახოთ რომელიც მასზეა გადაღებული

CHAGA - THE STORY




 RIP


Monday, March 31, 2014

2014 წლის სეზონის მოლოდინში

მოგესალმებით ! :)

წელს არაფერი დამიწერია , .. მემგონი არც არაფერი მქონდა დასაწერი და ალბათ მაგიტომ .. არადა ვაპირებდი ბევრი საინტერესო ამბები და ფოტოები გამეზიარებინა  SPEED RIDING- ის შესახებ , რომელიც ჩემთვის კაიაკინგის ალტერნატივაა ზამთრის სეზონზე, მაგრამ საწუხაროდ წლევანდემა ზამთარმა თოვლით  არ გაგვანებივრა , ... მოკლედ სეზონი "ჩავარდა" და ვერც სრიალით და ვერც ფრენით ვიჯერე გული.

... მაგრამ ეგ არაფერი , გაზაფხული უკვე აქ არის და მალე მდინარის სეზონისც გაიხსნება!  თუმცა ერთი საკითხი მაფიქრებს -  უთოვლო ზამთის შემდეგ , მდინარეებში წყლის მატება რის ხარჯზე მოხდება ..  წვიმების იმედი მაქვს :) მოკლედ ვნახოთ ..

ოპტიმისტად დავრჩები და იმედი მაქვს წყლის ნაკლებობა ხელს არ შეგვიშლის და სეზონს არ გავიფუჭებს .

მოკლედ , "მდინარის ადამიანებო" ! , გილოცავთ სეზონის მოახლოვებას , ვიცი რომ ყველას დიდი იმედები და გეგმები გაქვთ , ხოდა მინდა ძალიან საინტერესო , წარმატებული და უსაფრთხო სეზონი გისურვოთ ყველას :  რაფტერებს , კაიაკერებს , ახალბედებს და "ბებრებს"  .. ყველას !  და იმედი მაქვს წლევანდელ სეზონს ყველა ერთად გავხსნით და უკვე პირადად , მდინარეზე ვუსურვებთ ერთმანეთს იგივეს :)

აი ამის თქმა მინდოდა ,


PURA VIDA !!


თქვენი კაკი-კაიაკერი :)




P.S. აქვე ერთი ძალიან ლამაზი ვიდეო :)


Thursday, January 2, 2014

Short Film of the Year Awards - გამარჯვებულები !!!

მოგესალმებით მეგობრებო , ყველას გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყველაფერ იმას, რასაც ძირითადად უსურვებენ ხოლმე ამ დროს :)

მე თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში გიზიარებდით Kayak Session Magazine- ის მიერ ორგანიზებული - ყოველწლიური მოკლე ფილმების კონკურსის ნომინანტებს. წლის განმავლობაში დაგროვდა 45 ფილმი!!! ყველა მათგანს  ჰქონდა მოგების ამბიცია, და უმეტესობა მათგანს სამართლიანად, ვინაიდან წინა წლებთან შედარებით 2013 წლის კონკურსანტები, ისევე როგორც თვითონ ეხტრემალური კაიაკინგი ,  უფრო გაზრდილები და ბევრად ხარისხიანი ფილმებით წარსდგნენ კაიაკ-აუდიტორიის წინაშე.

ამ წლის კონკურსი ასევე საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ ის ბევრად უფრო საერთაშორისო მაშტაბის იყო ვიდრე ოდესმე ყოფილა ( 45 კონკურსანტი წარმოდგენილი იყო 14 სხვადასხვა ქვეყანიდან ) , ხოლო 6 ფინალისი - 6 სხვადასხვა ქვეყნდან (ავსტრალია, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ესპანეთი, აშშ და კანადა)

მაშ ასე :

პირველი ადგილი - High Atlas Kayaking - Entry #5 ( prize 5000 USD )  

მეორე ადგილი - The Serrasolses Bros - Entry # 35 ( Prize 2500 USD ) 

მესამე ადგილი -  Super Sebstantial - Entry # 38 ( prize 1000 USD ) 



ქვემოთ კიდევ ერთხელ გაგიზიარებთ 6 ფინალისტს :

1st Place: High Atlas Kayaking

By: Hugo Clouzeau – Production: We Are Hungry Productions
(Short Film of the Year Awards 2013 – Entry# 5)








2nd Place: The Serrasolses Brothers

By: Gerd and Aniol Serrasolses – Production: SBP
(Kayak Session Short Film of the Year Awards 2013 – Entry# 35)







3rd Place: Super Substantial

By: Evan Garcia & Fred Nordquist – Production: Substantial Media
(Kayak Session Short Film of the Year Awards 2013 – Entry# 38)




4th Place: Dream Sharing

By: Adrian Kiernan – Production: White Box Magazine
(Kayak Session Short Film of the Year Awards 2013 – Entry# 34)




5th Place: Wild and Hidden Places – A Kiwi Classic

By: Dave Kwant – Production: TO A TEE prod.
(Kayak Session Short Film of the Year Awards 2013 – Entry # 4)






6th Place: Stakeout Progression

By: Nick Troutman
(Kayak Session Short Film of the Year Awards 2013 – Entry# 7)






ENJOY !!



Thursday, November 28, 2013

"გვერდიდან დანახული" საქართველოს მდინარეები

 ამ ბოლო დროს ბევრ ვიდეოს ვპოსტავ , რომლებიც გადაღებულია პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, ვუყურებ იქაურ ულამაზეს მდინარეებს და კაიაკერებს , რომლებიც საოცარ დროს ატარებენ  და იღებენ უდიდეს სიამოვნებას . ვუყურებ , და მუხტი და პოზიტივი  რომლებიც ამ ფილმებიდან მოდის,  ჩემზეც გადმოდის , ყოველი კარგი ფილმის ნახვის შემდეგ მინდება დავალაგო ახალი გეგმები მომავალი სეზონის მოგზაურობასთან დაკავშირებით , რომ მეც ვნახო ის ადგილები და გავიარო იგივე მდინარეები . თუმცა რაღაც მომენტში სინანულის გრძნობა მეუფლება , მე ხომ ჯერ საქართველოს მდინარეებს არ ვიცნობ საკმარისად კარგად ...  და აი დღესაც იგივე დამემართა, ხოდა ჩავუჯექი ინტერნეტს და ამოვქექე ყველა ის ფილმი ( "ყველა" ცოტა ხმამაღალი ნათქვამია , მაგრამ იყოს :) ) რომლებიც საქართველოს მდინარეებზე გადაუღიათ , კიდევ ერთხელ ვუყურე და დავრწმუნდი რომ მართლაც უდიდესი პოტენციალია საქართველოში კაიაკინგისთვის , აქ არის მდინარეები, რომლებიც ყველა დონის ათლეტს დააინტერესებს და არ დატოვებს გულგრილს ..

ამასწინათ ქილიკის საგნად გადაიქცა ფაქტი , როდესაც ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად გამოაცხადა, რომ "ექტრემალური კაიაკინგი საქართველოს ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტიაო " .. ბევრმა იცინა ( და ალბათ სამართლიანად ) , ზოგმა დაიბრალა რომ დიდი წვლილი აქვს ამ ყველაფერში ( ალბათ უსამართლოდ ) მე კი მაგრად გამეხარდა ( როგორც კაიაკერს  - მაგრამ მაინც გამეცინა, ოღონდ მოკრძალებულად  ),   თუმცა ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ამ განცხადების გავრცელებამდე დიდი დრო დავუთმეთ მე და მესხომ იმას , რომ საფუძლიანად და დამაჯერებლად ამგვეხსნა ტურიზმის  მესვეურთათვის "What's it all about", და აღმოჩნდა რომ არც თუ უშედეგოდ .

დასტურად იმისა რომ საქართველოს მართლაც აქვს იმის რესურსი რომ გადაიქცეს მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობად და მონახულებად ადგილად , სწორედ საწყალოსნო ტურიზმის და კონკრეტულად კი ექსტრემალური კაიაკინგის კუთხით , მინდა გაგიზიაროთ ის სამი კაიაკ - ფილმი , რომელიც მიეძღვნა საქართველოს და მის მდინარეებს . რაც ყველაზე საინტერესოა , ეს ფილმები გადაიღეს უცხოელმა კაიაკერებმა საკუთარი ინიციატივით , რათა გაეზიარებინათ მსოფლიოს სხვა კაიაკერებისთვის , თუ რა მაგარი ადგილია საქართველო იმისათვის, რომ მოგზაურო კაიაკით .

ფილმებს ქრონოლოგიურად დავალაგებ :

1.  Kayaking in the Caucasus mountains  - ეს ფილმი ასახავს საქართველოში 2011 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ პირველ კაიაკ-ექსპედიციას. ეს იყო ჩეხი კაიაკერების ჯგუფი,  რომლიც წარმოადგენდა Rocks&Water Production - ს. ამ ექსპედიციის წევრები ასევე იყო ორი ქართველი  - აჩიკო ჯაკობია და ლევან თაფლაძე , რომელთა დახმარების და დაგეგმვის გარეშე, აღნიშნული ექსპედიცია ვერ იქნებოდა ისეთი საინტერესო, სახალისო  და მრავლის მომცველი როგორიც ეს საბოლოოდ გამოვიდა .




Kayaking in the Caucasus mountains from ROCKS & WATER production on Vimeo.


2. Kayak Georgia-Caucasus  -  ფილმი, რომელიც  უფრო სამოყვარულოა და ასახავს  2013 წლის გაზაფხულს. ეს იყო რამოდენიმე კაიაკერისგან შემდგარი ჯგუფი,  რომლებიც ბრმად, ყოვლეგვარი მოკვლევის და შესწავლის გარეშე ჩამოვიდნენ საქართველოში , რათა დაესვენათ და მიეღოთ სიამოვნება მათთვის უცნობი ქვეყნის მდინარეებზე. საბოლოო ჯამში  ფილმი  საკმაოდ სახალისო და პოზიტიური გამოვიდა





3. RideThePlanet: Georgia Whitewater - ეს არის უახლესი ფილმი , რომელიც რამოდენიმე კვირის წინ გაავრცელა რუსულმა კომპანიამ - Ride The Planet, ამავე ჯგუფმა შარშანაც გადაიღო ფილმი , რომელიც ეხებოდა სათხილამურო ექსტრიმს საქართველოში (აღნიშნული ფილმი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://vimeo.com/37458327 ),  წელს კი ყურადღება კაიაკინგზე შეაჩერეს. ფილმი საკმაოდ ხარისხიანი და საინტერესოა ( თუ არ ჩავთვლით მასში მონაწილე პირების არაკომპეტენტურ კომენტარებს "რიგ საკითხებთან" დაკავშირებით )



RideThePlanet: Georgia Whitewater from Konstantin Galat on Vimeo.


ბოლოს კი,  კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა სურვილი და იმედი იმისა, რომ მალე შევძელბთ მსოფლიოს კაიაკერებს გავუზიაროთ უკვე ახალი კაიაკ-ფილმი , ისევ საქართველოს მდინარეების შესახებ , ოღონდ უკვე ქართველი კაიაკერების მონაწილეობით :)



Friday, November 8, 2013

Final Cut ანუ სეზონის ბოლოს სათქმელი

დილიდან ვზივარ დ ამინდის პროგნოზს ჩავკირკიტებ, იმედით რომ კიდევ გვექნება წელს თბილი ამინდი, იმდენად თბილი რომ მდინარეზე წაისვლებოდეს ... მაგრამ პროგნოზი სამწუხაროდ დიდს ვერაფერს მპირდება და ვცდილობ შევეგუო აზრს , რომ მომიწევს გაზაფხულამდე  დავემშვიდობო მდინარეს და ამის ფონზე გადავწყვიტე ერთგვარი სეზონის შემაჯამებელი პოსტი დავწერო

ძალიან უცნაური გრძნობა დამეუფლა სეზონის ბოლოს, ერთის მხრივ გულის წყვეტის და დაუკმაყოფილებლობის, ჩვენში რომ "ზამასკას" ეძახიან, მეორეს მხრივ კი სიხარულის, რომ კიდევ ერთი წარმატებული და საინტერესო სეზონი გავატარე. 

2013 წლის სეზონი მართლა საინტერესო იყო. ყველაფრი გაზაფხულის ადიდებული მდინარეებით დაიწყო, ფორმაში ჩადგომა და "რამე", მზადება ევროპული მოგზაურობისთვის , იქაურ მეგობრებთან შესახვედრად და მათთან ერთად ულამაზესი მდინარეების გავლა და რაც მთავარია ჩვენებას   – “აი როგორ გავიზარდეთ ქართველი კაიაკერები ერთ სეზონში”- ო , შემდეგ კი იქაური ახალი გამოცდილება და ცოდნა შეძენილები უკვე აქ ვიტყოდით იგივეს - “აი როგორ გავიზარდეთ ქართველი კაიაკერები ”-ო, მაგრამ "კაცი ბჭობდაო... " ხომ იცით , ხოდა ისიც გეცოდინებათ მაშინ "ზოგი ჭირი მარგებელია"-ო.  მეც ზუსტად იგივე დამემართა - მთელი ამ დაგროვილი შემართების და ენერგიის დახარჯვა ისევ სახლში , ანუ საქართველოს მდინარეებზე მომიწია, რამაც ალბათ განაპირობა კიდეც სეზონის მრავალფეროვნება და წარმატებულობა.
 
ბევრი საინტერესო რამე მოხდა. სხვადასხვა ამბები , სახეები და სახელები ამოტივტივდა გონებაში სეზონს რომ გადავხედე .. 

სეზონის გახსნა ერთ-ერთ პირველ დაშვებასთან ასოცირდება , სეზონის პირველი მძაფრი შეგრძბება ... მე , ვატო და დათო, ადიდებული ფშავის არაგვი , ძალიან ადიდებული .. და ამ წყალზე ამოტრიალებული ნავი და ნავში გაჭედილი დათო .თან ეს ყველაფერი ისეთ ადგილზე , სადაც "იმენნა" არ შეიძლება ამოყირავება.. წინ მოთხრილი ხის ფესვებია , დიდი "სარეცხი მანქანა" ... და აი აქ პირველად ვნახე როგორ დარბის ადამიანი წყალზე :) ანუ ვატო , რომელიც ფიზიკის ყველა კანონს არღვევს , ხტება კაიაკიდან , არბის დინების საწინააღმდეგოდ , წამებში ჩნდება დათოსთან და ეხმარება ნავიდან გამოსვლაში ... შემდეგ ჩემი უსასრულო დევნა წყალწაღებული ნავების და ნიჩბების გადასარჩენად , გზადაგზა შეგროვება და ნაპირებზე აყრა ... ამავე დღეს მეორე ამბავი - ისევ ნავის დასაჭერად ძალიან დიდ წყალში შესული ვატო , თან სიჩქარეში უჟილეტოდ , მაგრად დავიძაბე ... :) მოკლედ 2013 წლის სეზონი დაახლოვებით ასე გაიხსნა :)) 






შემდეგი რაც მახსენდება ისევ არაგვია , ამჯერად თეთრი, ფასანაურში ვართ ... ნისლია , წვიმს , მაგრად ცივა .. და ისევ ძალიან დიდი არაგვი . რაფტებთან ერთად ვაპირებთ დაშვებას. ისევ მე და ვატო , და კიდევ ჩვენი მეგობრები , რომლებიც პირველად აპირებენ მდინარეში შესვლას . 
მდინარის და ამინდის შემყურეები უკვე გრძნობენ ადრენალინის სიჭარბეს :) ცივა და კონიაკს ვწრუპავთ სანამ ყველა მოვა , გავთბებითო ... ალბათ ცოტა სიმამაცისთვისაც :) ... ცოტახანში ყველა მზადაა, ნავებში ვზივართ და ვეშვებით .. რაც ამ დღიდან მახსენდება , პირველივე შედარებით რთულ კასკადზე ამოყირავებული და გათოშილი "ბლანძინკაა", რომელიც ნაპირზე გაგვყვავს და ისევ წყალწაღებული ნავის დევნა, წყლის სიდიდის გამო აქაც საკმაოდ დიდხანს მოგვიწია ნავის დევნა. შემდეგ იყო "ბლანძინკასთვის", რომელიც მდინარიდ საპირისპირო ნაპირზე აღმოჩნდა , ნავის დაბრუნების "ოპერაცია". აქ უკვე თოკების გაშლა დაგვჭირდა და საბოლოო ჯამში ყველაფერი წარმატებით გავაკეთეთ , თუმცა სიცივის გამო დაგეგმილზე ადრე ამოვედით წყლიდან ,გავიყინეთ, შეუძლებელი იყო გაგრძელება ... უი ხო ! იყო კიდევ ერთი : "ისტერიჩკა" , რომელიც არ დაგვეხმარა :)))

შემდეგი რაც მეხსიერებაში ამოტივტივდა , ბულაჩაური - ჭოპორტის მონაკვეთია , სადაც შუა კვირაში "შატალოზე" გავიპარეთ. ამ დღის შესახებ ცალკე პოსტიც დავწერე თანდართული ფოტო მასალით.  :) ამ დღის მთავარი თემა მესხოს და აჩიკოს ტანდემ-კაიაკინგი იყო :) მესხო ამ დღეს "მოინათლა" და "მოიწამლა". ეს დაშვება გაგრძელდა  ნაპირთან მოქეიფე ხალხით , ჩვენც მათთან ერთად ჰაერში აწეული ჭიქებით, და რაც მთავარია ! სეზონის აღმოჩენა - უჭიპო კაცი !!! მერე მიშა მოვიდა , მანქანის სახურავზე დაბმული კაიაკით და ბოლომდე აწეული  “Let The Sunshine In ” -ით. აქვე ვთანხმდებით რომ ეს მსოფლიოს ჰიმნია და ამ ამაღლებულ ნოტაზე ვემშვიდობებით უჭიპო კაცს , მის მეგობრებს და მივდივართ ისევ სტარტზე - " საღამოს დაშვებისთვის "
 




ამ სასიამოვნო დღის "პახმელიაზე" მე და მიშამ რამოდენიმე დღის შემდეგ გავკვალეთ თეთრი არაგვის სულ ქვედა ნაწილი , მენესოდან - ანანურის ჩათვლით და გავოცდით , თურმე რამდენი წყალი ყოფილა ამ ნაწილში , და კიდევ ერთმა გარემოებამ "გაგვაოცა " - თურმე რამდენი ღორია გარშემო, რომელიც ნაგავს ყრის მდინარეში. ზოგადად ამ უკანასკნელით მუდმივად "გაოცებული" ვარ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში , მაგრამ ამაზე სხვა დროს.




შემდეგ ...  ბევრი ძალიან კარგი დაშვება სხვადასხვა მდინარეზე ბევრ კარგ ადამიანთან ერთად. 

მაგალითად იყო "ძეგველი ზურაბა" : 




იყო ლისიონი !



-  და ძალიან სასიამოვნო სოლო დაშვება ხევში,  სნოს წყალზე, ჯუთას ქვედა წელიდან - წყალათ ხიდამდე . 

შემდეგ რა იყო ... ჰო ! შემდეგ იყო რაც იყო !! იყო თერგი !!! ეს ამ სეზონის ყველაზე შთამბეჭდავი დაშვებაა. დიდი ნახტომი ჩემთვის და ვატოსთვის. წლების მანძილზე ვუყურებდი თერგს შორიდან, ვაკვირდებოდი მის დინებას , მესმოდა ამბები მისი სიძლიერის  შესახებ, და ვფიქრობდი - როდის ვიქნებოდი მზად და გავბედავდი შესვლას. წელს გავბედეთ . 
ამ მდინარემ ძალიან ბევრი მოგვცა, სულ რამოდენიმე დაშვების შედეგად საოცრად "გავიზარდეთ "., ბევრი ვისწავლეთ მისგან, და Class III დან უცბად გადავიქეცით Class III+/IV კაიაკერებად. რაც მთავარია დაგვარწმუნა საკუთარი შესაძლებლობებში. გვასწავლა როგორ უნდა ვენდოთ საკუთარ ცოდნას და როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა საჭიროების მიხედვით. 




თერგს მოჰყვა არანაკლებ საინტერესო, თეთრი არაგვის ზედა ნაწილი, მლეთა - ფასანაურის მონაკვეთი, რომელიც ორ ნაწილად გავიარე სხვადასხვა ჯგუფთან ერთად. ქვედა ნაწილი "მოხუც" , ზედა ნაწილი კი "ახალგაზრდა" გერმანელებთან ერთად. ორივე დაშვება დასამახსოვრებელი იყო თუნდაც იმიტომ, რომ პირველი გვლა იყო. განსაკუთრებით მომხიბლა თეთრი არგვის სულ ზედა ნაწილმა. ეს იყო დაუსრულებელი, ტექნიკურად რთული და ქვიანი კასკადი, რასაც თან ერთვოდა წყლის მაღალი დონე და დიდი სისწრაფე. ამ დაშვების ბილოს ჩემზე ბევრად სტაჟიანმა კაიაკერებმა აღნიშნეს , რომ მსგავსი ტექნიკური მონაკვეთი იშვიათად გაუვლიათ, და მეც მოხარული ვარ რომ მომეცა საშუალება ამ სექციის გავლის . თავისთავად ეს დაშვებაც დიდი გაკვეთილი იყო, რომლის შედეგადაც უფრო დაიხვეწა ჩემი როგორც კაიაკერის ტექნიკა და სტილი. 




სეზონის გვირგვინი იყო, რამოდენიმე დღის წინ გაკეთებული აღმიჩენა. მდინარე ხრამი , იგივე ქცია , სამშვილდეს კანოინი. ეს ის შემთხვევაა როდესაც მოკლედ ვერ მოვყვები. 

ყველაფერი კი მიშას "ნაკოლით" დაიწყო, რომელიც იმ მხარეში მეგობრებთან ერთად მწვადის შესაწვავად ყოფილა წასული და თვალი გაქცევია მდინარისკენ, მოუსინჯავს კიდეც მოკლე მონაკვეთი მარტოს . მოკლედ - უნდა წავიდეთ და გავიაროთ, რაღაც საინტერესო ამბავი ჩანსო. მეც რაღა გამაჩერებდა , ავტყდი, ვატოსაც ვუამბეთ ეს ამბავი და სამნი დავიძარით ქვემო ქართლისკენ ახალი აღმოჩენის გასაკეთებლად ( ძაან ისტორიული ლეგენდასავით გამომივიდა:))) ) 

სამწუხაროდ ვატო იმდღეს ჯანზე ვერ იყო , 




 
და წყალში მე და მიშა ჩავედით




სტარტი ავიღეთ ტანძიის მიდამოებთან. მდინარე დიდი ვერაფერი, წყალი ძირითადად მდორე იყო , ალაგ-ალაგ მაქსიმუმ II კატეგორიის "ჩქერებით". , მოკლედ კლასიკური Recreational Kayaking- ი. თუმცა წყლის მოტანილი უზარმაზარი ლოდები და ხეები გვაფიქრებდა , რომ იმ დღეს მდინარე თავის საუკეთესო ფორმაში ნაღდად არ იყო. ძალიან ბევრი ვიარეთ ასეთ წყალზე. მაგრამ წყლის "უინტერესობის" კომპენსაცია ბუნებამ გააკეთა. საოცარი სილამაზეა. ძნელია სიტყვებით გადმოცემა, ეს უნდა ნახო !  მიუვალი, და ველური ტყეების გარემოცვაში ხშირად ჩნდებოდა უძველესი მონასტრების , ციხეების და ხიდების ნანგრევები . უამრავი ბერთ საყუდელი გამოქვაბულები , ... ნამდვილი მუზეუმია ღია ცის ქვეშ.






ასე "მოვლივლივებდით" , როცა ყური წყლის ძლიერმა ხმაურმა მოჭრა , ეს იყო ხმა რომელიც აქვს ძლიერ მთის მდინარეს ან ჩანჩქერს . ჩვენ წინ მდინარე ვიწროვდებოდა  და ხმაურში იკარგებოდა .


და აი აქ დაიწყო !!! 





ჩვენ ვიპოვეთ მდინარე , რომელზედაც ნებისმიერი კაიაკერი იოცნებებს.:) სავსე ტექნიკური კასკადებით, ლოდებით, დიდი და მცირე "ვარდნებით" , ნაპირებზე ულამაზესი ხავსიანი ტყეებით და ყველაფერი ამის თავზე სამშვილდეს 
კანიონის უდიდესი კედლები . "ლეპოტა" !! :)) და იქვე ნათელი გახდა - რომ შემდეგი სეზონიდან ამ მდინარის ძალიან ხშირი სტუმრები ვიქნებით . ეს არის მდინარე რომელიც მომავალში ბევრ კარგ კაიაკერს გაზრდის, რადგან მას აქვს ყველაფერი იმისათვის , რომ ადამიანმა  ისწავლოს მდინარესთან ურთიერთობა. 





მინდოდა რაც შეიძლება მოკლედ დამეწერა მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა , რაც არის - ეგ არის :) 

ბოლოს მინდა ვთქვა რომ მე , ალბათ ისევე როგორც ბევრ სხვა კაიაკერს , სტანდარტული კალენდრისგან განსხვავებული , დროის ათვლის ალტერნატიული სისტემა მაქვს ,  წელი იწყება სეზონის გახსნით და მთავრდება დახურვით. დანარჩენი დრო კი გადის "ბალამუტში", დროის კვლაში და ზემოთხსებებილი "ზამასკის" მოხსნაში - ზამთრის სხცადასხვა სპორტის მეშვეობით, რომლის შესახებაც ალბათ გავაგრძელებ წერას.

და აქვე მინდა ყველას გითხრათ დიდი მადლობა საინტერესო და სასიამოვნო სეზონისთვის : ვატოს , მიშას , მესხოს, აჩიკოს , პონჩიკას , ოთოს, Red Bull-ს , ზურას , კრისტოფს, უჭიპო კაცს :) და სხვა მრავალ  კარგ და სასიამოვნო ადამიანს რომელსაც მდინარემ შემახვედრა. 

და რაც მთავარია დიდი მადლობა ამ ბლოგის მკითხველს, რადგან მისი სულ რაღაც  3 თვიანი არსებობის მანძილზე დაგროვილი 2000 - ზე მეტი ნახვა მაძლევს კვლავ წერის ხალისს :) 


მოკლედ,  ყველას დიდი მადლობა მეგობრობისთვის და ძალიან მაგარი სეზონისთვის !!! :)