Monday, August 5, 2013

კაიაკერების საყურადღებოდ !



დღეს დავბრუნდი ხევიდან , ყაზბეგიდან და ჩამოვიტანე ორი იდეა !! :)




პირველი :  მეც როგორც ყველა კაიკერს მჭირს დაავადება , როდესაც მდინარის პირას მივდივარ უფრო მეტს მდინარეს ვუყურებ ვიდრე გზას .... ხოდა , მინდა გამცნოთ რომ ძალიან კარგი წყლის დონეა მლეთიდან -  ფასანაურამდე, შუა კვირაში შეიძება ამ მონაკვეთის გაკეთება - "ეტა რაზ" !!

მეორე : გუშინ დავუყევი მდინარეებს ხევში და ნაპირიდან ვნახე მდგომარეობა. თერგი :  კობიდან - არშამდე ცოტა გაუგებარია , განსაკუთრებით ყანობის მონაკვეთი და უფრო განსაკუთრებით - გორისციხის კანიონი.

სამაგიეროდ ძალიან სასიამოვნოა სნოს წყალი , ჯუთას აღმართის ქვედა წელიდან თერგის შესართავამდე და შეიძლება თერგის გაგრძელება სტეფანწმინდის სტადიონამდე , ან არმისული სასტუმრომდე . ( ყაზბეგის ხიდამდე ყველა პონტში "take off" ))) )




მოკლედ მე შემდეგ შაბათ-კვირას მივდივარ ხევ'ჩი !! და იმედი მაქვს მარტო არ გამიშვებთ :))))))))))


აბა,  "Paddle"- რასტებო , შემეხმიანეთ და დავიგეგმოთ ;)

როგორც ყოველთვის , თქვენი კაკი :))))






2 comments:

  1. აბა ეს რომ წავიკითხე უკვე წასული იყავი და რა ვიღონო :)

    ReplyDelete
  2. ამ weekend-ზეც ვაპირებ , და აააა ??? :)))

    ReplyDelete