ექსტრემალური კაიაკინგი ძალიან პოპულარული და სწრაფად პროგრესირებადი სპორტია მთელს მსოფლიოში , ჩვენ კი მაგრად მოვიკოჭლებთ ამ კუთხით , მარტო კაიაკინგში არა, ზოგადად "სპორტულობას" ვამბობ... მაგრამ იმედია დროსთან ერთად ჩვენც დავეწევით მსოფლიოს და "გავსპორტულდებით" . სხვა "პონტი" არაა , უნდა დავეწიოთ , სხვანაირად ვერ გავფრინდებით , ან თუ გნებავთ - ვერ გავბრწყინდებით :))) როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა : იმდენად არასპორტული ერი ვართ , ჩვენზე ძლიერი მტერი რომ გამოგვეკიდოს - შორს ვერ გავიქცევით , "დიხანია არ გვეყოფა " და დანებება მოგვიწევსო . მოკლედ, სპორტი გვჭირდება . )))
ცოტა გადავუხვიე თემას , მაგრამ არაუშავს .
დღეს მინდა დავწერო უსაფრთხოების იმ ძირითად წესებზე , რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია ნებისმიერი კაიაკერისთვის , არა აქვს მნიშვნელობა გამოცდილია ის თუ დამწყები .
პირველი და ყველაზე მთავარი - იყავით გულახდილი საკუთარ თავთან !
შესაძლებლობებს და გამოცდილებას ვგულისხმობ. უნდა ზუსტად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი - რაც მომავალში თავიდან აგაცილებთ არასასურველ და სარისკო გარემოებებს . ყველასათვის ცნობილია რომ სტიქიასთან ზედმეტი სითამამე - სისულელეა , ამიტომ სჯობს სწორად შეფასდეს მდინარე და მისი სირთულე , რათა არ ჩავარდეთ ისეთ სიტუაციაში , რომელთანაც გამკლავება თქვენს ძალებს აღემატება . ზედმეტი რისკის ქვეშ ნუ დააყენებთ საკუთარ და სხვა კაიაკერების ჯანმრთელობას .
სამაშველო ჟილეტი - ეს ის ატრიბუტია რომლის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია კაიაკინგი . ჟილეტი აუცილებელია მათთვისაც ვინც ფიქრობს რომ საკმაოდ კარგი და გამოცილი მოცურავეა . პირველი შეხედვით მარტივია მიცურო ნავამდე ან ნაპირამდე , მაგრამ მდინარე - მდინარეა , და ძალიან ხშირად მოულოდნელობებით სავსე . ასე რომ ჟილეტი აუცილებელია .
ჩაფხუტი - კიდევ ერთი აუცილებლობაა მდინარეზე . ნავის ამოყირავების შემთხვევაში , ჩაფხუტი ის ერთადერთი ატრიბუტია რაც იცავს თავს ქვაზე დარტყმისგან და ამცირებს თავის ტრამვის ან სულაც გონების დაკარგვის ალბათობას.
სათანადო ჩაცმულობა არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ მდინარის წყლის ტემპერატურას. ამ შემთხვევაში პირველ რიგში ვგულისხმობ "ნეოპრენის" კომბინიზონს , იგივე "Wetsuit"-ს . ან , სპეციალურად კაიაკინგისთვის შექმნილ წყალგაუმტარ ტანსაცმელს .
როდესაც მიდიხართ მდინარეზე ცივ ამინდში, არასოდეს გამორიცხოთ ჰიპოთერმიის შესაძლებლობა. თუ საკუთარ თავს ან სხვა კაიაკერს შეამჩნევთ ჰიპოთერმიის ნიშნებს ( ლურჯი ტუჩები , პასიური მოქმედება , უკონტროლო კანკალი ) - დაანებეთ მდინარეს თავი , გაშრით და გათბით, მაგრამ არ გათბეთ ძალიან სწრაფად - ვინაიდან ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტი პობლემა შექმნას.
სამაშველო აღჭურვილობა , ისეთი როგორიცაა სამაშველო სასროლი თოკი ( Throwbag ) ნავში და Cowtail - ი ჟილეტზე - ესაა რაც თან უნდა გქონდეთ "კაკ მინიმუმ". სასურველია ნავში გედოთ პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთიც . რადგან კაიაკინგის დროს შეიძლება "ვინმეს - რამე" დასჭირდეს , სჯობს ამ კუთხითაც მომზადებულები იყოთ.
არასოდეს წახვიდეთ მდინარეზე მარტო !!! - ამას ყოველთვის ვეუბნები ყველას , საკუთარ თავსაც ხანდახან :) საცდური მართლაც დიდია , როდესაც მდინარეზე წასვლა გინდა და ვერ პოულობ ვერავის ვინც შეიძლება წამოგყვეს . მითუმეტეს თუ თვლით რომ ხართ გამოცდილი კაიაკერი და მდინარე, რომელზედაც აპირებთ დაშვებას - მარტივია. ეს შეიძლება ფატალური შეცდომა გამოდგეს . გაუთვალისწინებელი და თუნდაც მარტივი წინააღმდეგობის შემთხვევაში არავინ გეყოლებათ გვერდზე ვინც შეძლებს თქვენს დახმარებას .
და ბოლოს პატარა რჩევაც : ადრე თუ გვიან ყველა "ვქვირითობთ" და ცოდნა იმისა თუ როგორ მოიქცე მსგავს სიტუაციაში , დაგეხმარებათ რომ დარჩეთ მშვიდები და ცივი გონებით დააღწიოთ თავი სირთულეს . დაიჭირეთ ნავი წყლის დენების პერპენდიკულარულად , უყურეთ მდინარეს რომ შეძლოთ მოსალოდნელი წინააღმდეგობების დროზე დანახვა და თავის არიდება , ფეხები დინების მიმართულებით ( ისე რომ პირველი რაც წინაღობას შეეხება ფეხები იყოს , რაც ერთგვარი ამორტიზატორის როლს შეასრულებს ) და ხელების დახმარებით იმოძრავეთ ნაპირისკენ სანამ იგრძნობთ ფსკერს და შეძლებთ დადგომას .
მოკლედ იყავით დაცულები და ისიამოვნეთ :))))
P.S. აქვე მინდა გაგიზიაროთ ახალი კაიაკ-ფილმის "RAGANROK" ის Trailer- ი, რომელიც ინტერნეტში 2 დღის წინ გამოჩნდა.
Substantial TV Ep. 6 Teaser "Ragnarok" from Substantial Media House on Vimeo.
No comments:
Post a Comment