Tuesday, August 20, 2013

LIVING THE BEST DAY EVER

 დღევანდელ პოსტში მინდა ერთ წიგნზე გითხრათ , თუმცა სანამ თვითონ წიგნზე გადავალ , ერთ მაგარ კაცზე მოგიყვებით , სახელლად ჰენდრი კოტზიი ( Hendry Coetzee ) .

Hendri Coetzee
1975-2010 

ვისაც მდინარესთან და კაიაკთან ჰქონია შეხება, ეს სახელი ბერვს ნიშნავს მათთვის. წარმოშობით სამხრეთ აფრიკელი , შემდეგ კი უგანდის რეზიდენტი , ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგზაური და ინგლისურ სიტყვას ვიხმარ - "Explorer"-ი . XIX  საუკუნის დიდი მოგზაურების და მკლევარების თანამედროვე რეინკარნაცია და მსოფლიოს ერთ-რთი საუკეთესო კაიაკერი.

ჰენდრის კარიერა დაიწყო 1997 წელს , უკვე სამხედრო ექიმის სტაჟით,  მოეწყო რაფტ. გიდათ მდინარე ზამბეზიზე. ის მონაწილეობდა რაფტ.ექსპედიციებში 10 სხვადასხვა ქვეყანაში , რომელთაგან 7 აფრიკური სახელმწიფო იყო. ჰენდრიმ უხელმძღვანელა 4 თვიან რაფტ.ექპედიციას , რომელიც მოიცავდა მსოფლიოს ყველაზე გრძელი მდინარის - ნილოსის სრულად გავლას .

2008 წელს , ნორვეგიის მთავრობისთვის, მან შექმნა სპეციალური სათავგადასავლო თერაპიის კურსი მოზარდი კრიმინალებისთვის, რაც გულისხმობდა ამ ახალგაზრდების ექპედიციაში ჩართვას მდინარე ნილოსზე , მისი სათავეებიდან - უგანდაში , სამხრეთ სუდანამდე.

ჰენდრიმ , გამოცდილების ზრდასთან ერთად დაიწყო სოლო ექსპედიციები, რომლის დროსაც , როგორც თვითონ ამბობდა , იგრძნო მჭიდრო სულიერი კავშირი ბუნებასთან.

მან გაიარა აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლი მდინარე მომბასსადან - მდინარე რუფიჯიმდე , რაც 1000 კილომეტზე მეტია., ხოლო მოგვიანებით - 2009 წელს , 6 თვე გაატარა კონგოს ველური ბუნების და მდინარეების შესწავლაში. უკიდურესად ველური გარემოს და ადამიანის ჰარმონიული თანაცხოვრების გამოცდილებამ ჰენდრიზე დიდი გავლენა მოახდინა. მას გაუჩნდა სურვილი უფრო ღმა ანალიზი გაეკეთებინა და  თავი მოეყარა ერთად აკადემიური ცოდნისა და სულიერერებისთვის.
უფრო მეტის შემეცნების მიზნით მან დაამთავრა სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი , შემდეგ კი ტაილანდში , 3 თვიანი მედიტაციის კურსი გაიარა.

ამ ბიოგრაფიული მონეცემების გარდა , ძალიან საინტერესოა მისი ფილოსოფია და ცხოვრების ხედვა. იგი მუდმივდა აწარმოებდა დღიურებს და აკეთებდა ჩანაწერებს საკუთარი გრძნობების , აზრების , სიხარულების და შიშების შესახებ ექსპედიციების მიმდინარეობისას.

ჰენდრის უნიკალურმა და განსხვავებულმა ხედვამ, მისმა საინტერესო სტატიებმა დიდი ყურადღება მიიპყრო. მისი ანგარიში უგანდას სოლო კაიაკ ექსპედიციების შესახებ შევიდა წიგნში "AFRICAN VAINS" ( 2004 წელს გამოიცა ეს წიგნი , რომელშიც აღწერილია აფრიკის მდინარეებზე სხვადასხვა დროს გაკეთებული საოცარი კაიაკ - ექპედიციების ამბები, ამ წიგნში ასევე შესულია ჩემი უფროსი მეგობრის დეივ მენბის აფრიკული ისტორიაც )



2010 წელს , ორ ამერიკელ კაიაკერთან ერთად  ( Ben Stookesberry და Chris Korbulic ) , ჰენდრი მორიგ ექსპედიციაში წავიდა , რომელიც მისთვის უკანასკნელი გამოდგა.  ჯგუფი ნილოსის სათავეებიდან წამოვიდა,  მივიდა კონგომდე - მდინარე ლუკუგამდე,  სადაც მას თავს დაესხა ნიანგი. ჯგუფის წევრებმა ნახეს თუ როგორ ჩაძირა ნიანგმა ჰენდი ნავიანად . მოგვიანებით იპოვეს მხოლოდ მისი კაიაკი. ეს მოხდა 2010 წლის 7 დეკემბერს , ჰენდრი 35 წლის იყო.

ჰენდრის ცხოვრების წესი , და მისი ისტორია , მისი ჩანაწერები  -  ჩემთვის , ისევე როგორც მსოფლიოს ათასობით კაიაკერისთვის უზარმაზარი შთაგონების წყაროა.



ახლა კი წიგნზე :




ეს არის წიგნი, სადაც შესულია ჰენდრის პირადი ჩანაწერები სხვადასხვა ექსპედიციების დროს ( ბოლო ექსპედიციის ჩათვლით ) , ჩემის აზრით ძალიან საინტერესო უნდა იყოს მისი თვალით დანახული სამყარო. ეს წიგნი მკითხველს მისცემს საშუალებას წარმოსახვაში იმოგზაუროს აფრიკის მდინარეებზე ჰენდრისთან ერთად, გაიზიაროს მისი ფილოსოფია და დაიწყოს ცხოვრების საუკეთესო დღისკენ სიარული.

ეს არის ჩემი პირველადი ემოცია და შეფასება ამ წიგნთან დაკავშირებით , დანარჩენი წაკითხვის შემდეგ . აი წიგნის ვიდეო Trailer-ი.





ხო მართლა ! წიგნს მოყვება დოკუმენტური ფილმი "KADOMA". ეს ფილმი გადაიღო და გამოუშვა იმ ბოლო ფატალური ექსპედიციის წევრმა  Ben Stookesberry -იმ , და თავიდან ბოლომდე ასახავს აღნიშნულ ექსპედიციას.

ესეც ამ ფილმის Trailer- იც :





მოკლედ მე არ "გავმაზავ" და თქვენც გირჩევთ :) აი ლინკი

http://livingthebestdayever.com/



Cheers !



No comments:

Post a Comment